USD 2.6802
EUR 3.1374
RUB 3.6596
Тбилиси
სერგეი ნარიშკინი, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი - დარწმუნებული ვარ, რომ ქართველები სწორ არჩევანს გააკეთებს
дата:  756

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა სერგეი ნარიშკინმა ბაქოში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ აშშ ცდილობს გავლენა მოახდინოს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც 26 ოქტომბერს გაიმართება.

მისი თქმით,ეუთო/ოდირმა „ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მოთხოვნით“ მოამზადა „შუალედური ანგარიში, რომელიც შეიცავს თეზისი, რომ თითქოს არ არსებობს პირობები სამართლიანი და ღია არჩევნებისთვის“. ეს, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სიმართლეს, - ამბობს ნარიშკინი.

„ამ ქმედების მიზანია სცადო უხეშად, საკმაოდ თავხედურად ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში, ხელი შეუშალოს ჯანსაღი, ეროვნულზე ორიენტირებული ძალების ხელისუფლებაში დაბრუნებას. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხალხი აირჩევს... გააკეთებს სწორ და ზუსტ არჩევანს“, - განაცხადა მან.

მანამდე რუსეთის დაზვერვის სამსახურმა უკვე განაცხადა, რომ ვაშინგტონი ეუთო/ოდირის დახმარებით მომავალ არჩევნებში ჩარევას გეგმავს. გარდა ამისა, მათ განაცხადეს, რომ შეერთებული შტატები ემზადება „თბილისის მაიდანის“ დასადგმელად, რათა პარტია „ქართული ოცნების“ ოქტომბრის არჩევნებში არ გაიმარჯვოს.

ნარიშკინმა ჟურნალისტებთან საუბარში ასევე მიუთითა აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებზე, რომლის შედეგებიც, მისი თქმით, „აბსოლუტურად შეესაბამება აზერბაიჯანელი ხალხის მისწრაფებებს“ და ეუთოს წარმომადგენლები „ცდილობდნენ მათში ეჭვი შეეტანათ“.

Тбилиси
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати