USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
თბილისი
სერგეი ლავროვმა ჩინეთს უკრაინის მშვიდობის სამიტში მონაწილეობაზე უარის გამო მადლობა გადაუხადა
თარიღი:  814

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ჩინელ კოლეგას ვან ის მადლობა გადაუხადა პეკინის გადაწყვეტილების გამო, არ გაგზავნოს თავისი წარმომადგენლები შვეიცარიაში უკრაინის მშვიდობის სამიტში მონაწილეობის მისაღებად. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ლავროვმა მადლობა გადაუხადა ჩინელ პარტნიორებს უკრაინის ირგვლივ არსებულ კრიზისთან დაკავშირებით დაბალანსებული და თანმიმდევრული პოზიციისთვის, რომლის მიხედვითაც პეკინმა გადაწყვიტა არ გაეგზავნა თავისი წარმომადგენლები შვეიცარიაში დაგეგმილ „მშვიდობის კონფერენციაზე“, რომელიც არ გულისხმობს რუსეთის თანაბარუფლებიან მონაწილეობას და ყველა სამშვიდობო ინიციატივისა და მიმდინარე რეალობის სამართლიან გათვალისწინებას“, - აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.

რუსეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრა BRICS-ის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს ფარგლებში გამართეს.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის