USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Tbilisi
სერგეი ლავროვი საუდის არაბეთში ჩავიდა
Date:  712

სერგეი ლავროვი საუდის არაბეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვი ერ-რიადში ჩავიდნენ, სადაც ხვალ უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესახებ ამერიკელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებს გამართავენ.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფი მიიღებენ.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way