USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Тбилиси
სერგეი ლავროვი: რუსეთი მზად არის, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინოს
дата:  3785

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი მზად არის, საქართველოს ხელისუფლების კონსტრუქციული წინადადებები განიხილოს. აღნიშნული განცხადება სერგეი ლავროვმა ვიდეოპრესკონფერენციაზე გააკეთა დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, რომელიც ვიდეოპრესკონფერნციაში მონაწილეობდა. ლორთქიფანიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კითხვა დაუსვა ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზების შესაძლებლობაზე.

დასმული კითხვის კონტექსტში სერგეი ლავროვმა საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანის დროს მიღწეულ შეთანხმებაზე ისაუბრა.

„პუტინმა და სააკაშვილმა საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანაზე მოლაპარაკების ერთ-ერთი რაუნდის დროს მიაღწიეს შეთანხმებას, რომ შეიქმნებოდა რუსეთ-საქართველოს ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრი, რომელიც იმ რეგიონში ან მათ სიახლოვეს უნდა გახსნილიყო, სადაც რუსული სამხედრო ბაზები იყო დისლოცირებული. იქ უნდა ემუშავა 30 რუს და 200 ქართველ სპეციალისტს. ეს იქნებოდა ერთგვარი სიმბოლო, რომ საქართველოსა და რუსეთის ერთიანი მტერი არის ტერორიზმი და მაშინ პანკისის ხეობაში იყო არასტაბილური ვითარება. ამიტომ ეს ცენტრი იმუშავებდა ამ საკითხებზე, მაგრამ შემდეგ ქართულმა მხარემ შეთანხმების ამ პუნქტის რეალიზებაზე უარი თქვა. ვფიქრობ, თუ მაშინ გამოიჩენდნენ უფრო მეტ პატივისცემას ამ შეთანხმების მიმართ, ამას შეეძლო მოვლენების განვითარების სცენარი შეეცვალა. ეს იქნებოდა ჟესტი, რომელიც ფაქიზ სფეროში ნდობისა და თანამშრომლობის კარგი საფუძველი გახდებოდა. ასე რომ, რუსეთი მზად იქნება, ქართველი მეზობლების კონსტრუქციულ ნაბიჯებს გამოეხმაუროს და რუსეთი ამით დაინტერესებულია“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

მას ასევე ისაუბრა საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობაზეც.

ლავროვის თქმით, ამ კავშირების გაწყვეტის ინიციატორი რუსეთი არ ყოფილა.

„დღეს შვეიცარიის საელჩოში მოქმედებს რუსეთის ინტერესების სექცია და მოსკოვში ქართული ინტერესების სექცია, ელჩები არ გვყავს. მუშაობენ სექციის ხელმძღვანელები. ეს იძლევა კავშირების შენარჩუნების საშუალებას. თუმცა, ეს რომ სრულყოფილი საელჩო ყოფილიყო, მაშინ ეკონომიკური, სავაჭრო და კულტურული საკითხების გადაწყვეტა უფრო ოპერატიულად და ეფექტურად იქნებოდა შესაძლებელი“, – განაცხადა ლავროვმა.

მისივე თქმით, თუ საქართველო რუსეთს სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნას შესთავაზებს, მოსკოვი ამ საკითხის განხილვისთვის მზად არის.

სერგეი ლავროვმა ასევე თქვა, რომ იმედი აქვს, რუსეთი და საქართველო ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხს უახლოეს პერიოდში მოაგვარებენ.

„რუსეთი საქართველოსთვის სიდიდით მესამე სავაჭრო პარტნიორია. საქართველო იღებს გაზპრომისგან გაზს, ეს ყველასთვის ცნობილი ფაქტებია. სამწუხაროდ, ჯერ არ არის ავიამიმოსვლა. მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს ხანში ეს პრობლემა მოგვარდება. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში რუსოფობური კამპანია არ იყოს“, – განცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ რუსეთის შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე.

ლავროვი ამბობს, რომ „საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი განცხადება აგრესიულია“. მისივე თქმით, ეს არ უწყობს ხელს „საზოგადოებაში სწორი განწყობის ჩამოყალიბებას“.

общество
სუს-მა 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати