USD 2.6936
EUR 3.1771
RUB 3.5389
Tbilisi
სერგეი ლავროვი ქართველ ჟურნალისტებს - ავადმყოფები ხართ გოგონებო!
Date:  1197

„ავადმყოფები ხართ გოგონებო“! - ასე მიმართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ ჟურნალისტებს ჟენევაში, მას შემდეგ რაც მათ სცადეს სერგეი ლავროვისთვის კითხვა თბილისში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტერიალთან დაკავშირებით დაესვათ.

ქართველი ჟურნალისტების აღნიშნულ შეკითხვას სერგეი ლავროვმა კონკრეტული პასუხი არ გასცა.

აღნიშნულს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა. მისი თქმით, ქართველი ჟურნალისტები ლავროვს „თავს დაესხნენ“, თუმცა „ბოსი არ დაშავებულა“.

„და იცით რა სჭირდებოდათ? შეუძლებელია დაიჯერო! ერთი კითხვა: ჩავა თუ არა ლავროვი თბილისში“,- წერს ზახაროვა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე და დასძენს, რომ „თვითონ თავის კოლეგასთან ერთად გაკაწრეს, თუმცა ბოსი არ დაშავებულა“.

World
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way