USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
სერგეი ლავროვი : ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ საქართველოსთვის კარი ღია რჩება. გვესმის მიზეზი, რის გამოც საქართველოს ხელმძღვანელობა ჯერ თავს იკავებს
თარიღი:  623

ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ საქართველოსთვის ჩვენს ფორმატში [3+3-ის ფორმატი] კარი ღია რჩება. გვესმის მიზეზი, რის გამოც საქართველოს ხელმძღვანელობა ჯერ თავს იკავებს, რომ ამ „ექვსეულს“ შეუერთდეს, - ამის შესახებ თეირანში 3+3-ის პლატფორმის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისი თქმით, თეირანში გამართული 3+3-ის ფორმატის შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდა იმაზე, რომ საქართველოსთვის პლატფორმის კარი ღია რჩება.

„ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ საქართველოსთვის ჩვენს ფორმატში [3+3-ის ფორმატი] კარი ღია რჩება. გვესმის მიზეზი, რის გამოც საქართველოს ხელმძღვანელობა ჯერ თავს იკავებს, რომ ამ „ექვსეულს“ შეუერთდეს. ვაფასებთ, რომ თბილისი გამოდის ამის მომავალში გაკეთების შესაძლებლობიდან. ყველა გარემოებაში საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ყველა ქმედება უპირველეს ყოვლისა ძირეული ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს, როგორც მათ არაერთხელ დაუმტკიცებიათ. ეს გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ 3+3-ის სრულფასოვანი ფორმატი შესაძლოა, ახლო მომავალში ამოქმედდეს“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

თეირანში გამართული 3+3-ის ფორმატის შეხვედრის მონაწილეები აცხადებენ, რომ პლატფორმა ღიაა საქართველოს თანასწორუფლებიანი მონაწილეობისთვის. ამის შესახებ ნათქვამია თერიანში გამართული 3+3-ის ფორმატის შეხვედრის შემდგომ მიღებულ ერთობლივ კომუნიკეში, რომელსაც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის