USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
Тбилиси
სერგეი ლავროვი: ის რაც ბელარუსში ხდება, ეხება გეოპოლიტიკას და პოსტ-საბჭოთა სივრცისთვის ბრძოლას
дата:  665

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ბელარუსის შიდა საქმეებში ჩარევის მიზანი ქვეყანაში ისეთი წესრიგის დამყარებაა, რომელსაც გარე მოთამაშეები თავიანთთვის მომგებიანად თვლიან.

მისივე თქმით, არავინ მალავს, რომ საქმე ეხება გეოპოლიტიკას და პოსტ-საბჭოთა სივრცისთვის ბრძოლას.

„არავინ მალავს, რომ საქმე ეხება გეოპოლიტიკას და პოსტ-საბჭოთა სივრცისთვის ბრძოლას. რაც ახლა ევროპის დედაქალაქებიდან, განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან და პოლონეთიდან გვესმის, არა ალექსანდრე ლუკაშენკოს, ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიას, არამედ გეოპოლიტიკას ეხება,“- აღნიშნა ლავროვმა Россия 1-თან ინტერვიუში.

მან იმედი გამოთქვა, რომ ბელარუსი საკუთარი შიდა პოლიტიკის საქმეებს თავად მიხედავს.

общество
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати