USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
თბილისი
სერგეი ლავროვი - ყირიმის, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რუსეთის ტერიტორიებად აღიარება აუცილებელია
თარიღი:  1420

ყირიმის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების რუსულ ტერიტორიებად აღიარება უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების აუცილებელი პირობაა, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ბრაზილიურ გამოცემა O Globo-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ყირიმის, სევასტოპოლის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის საკუთრებად საერთაშორისო აღიარება აუცილებელია“, - აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, კიევის ყველა ვალდებულება უნდა იყოს იურიდიულად უზრუნველყოფილი, ჰქონდეს აღსრულების მექანიზმები და იყოს უვადო.

ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის პოზიცია უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით კარგად არის ცნობილი.

„გამოვდივართ იქიდან, რომ კიევის ნატოში არ გაწევრიანება, მისი ნეიტრალური და არაალიანსური სტატუსის დადასტურება უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის 1990 წლის დეკლარაციის შესაბამისად, უკრაინის კრიზისის საბოლოო მოგვარების ორი საფუძვლიდან ერთ-ერთია, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებს შეესაბამება. მეორე არის კიევში 2014 წლის თებერვლის პუტჩის შედეგად ჩამოყალიბებული ნეონაცისტური რეჟიმის მმართველობის შედეგების დაძლევა, მათ შორის მისი ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს ყველაფერი რუსულის - ენის, მედიის, კულტურის, ტრადიციების, კანონიკური მართლმადიდებლობის - საკანონმდებლო და ფიზიკური განადგურებას“, - აღნიშნა ლავროვმა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის