USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
სერგეი ლავროვი - თუ საქართველო არ ითამაშებს დასავლეთის მფარველობით, მოსკოვი მზადაა ურთიერთობის აღსადგენად
თარიღი:  2477

თუ საქართველოს სურს ნორმალურად იცხოვროს რუსეთთან ერთად, ისე, როგორც თავის მეზობელთან, მოსკოვი მზად არის ურთიერთობის აღსადგენად, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

"თუ საქართველს ნამდვილად სურს ჩვენთან, როგორც მეზობელთან ერთად ნორმალური ცხოვრება და არა დასავლეთის მფარველობის შენარჩუნების მიზნით, რუსეთთან თამაში, ამისთვის მზად ვართ ნებისმიერ დროს", - განაცხადა ლავროვმა.

"ჩვენ გგვქონდა განზრახვა მეზობელი საქართველოსთვის გვეპასუხა, როდესაც მათ ჩვენი მოქალქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღეს. თავდაპირველად, მაინც ვაკვირდებოდით იმას, რაც იქ ხდებოდა, და რა თქმა უნდა, არავის ვუკრძალავდით და ვუკრძალავთ საქართველოში წასვლას. ჩვენ მზად ვიყავით უვიზო რეჟიმი შემოგვეღო საქართველოს მოქალაქეებისთვის. მაგრამ მოხდა უსიამოვნო ინციდენტი. უხეში პროვოკაცია რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის წინააღმდეგ, რომელიც ჩავიდა თბილისში საპარლამენტთაშორისო ასაამბლეის სხდომაზე", - აღნიშნა ლავროვმა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის