USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
თბილისი
სერგეი ლავროვი - საქართველოს წარმომადგენლებისთვის სკამი ყოველთვის იქნება „3+3 ფორმატის“ სხდომათა დარბაზში - კარი ღიაა, სკამი დგას
თარიღი:  868

საქართველოს წარმომადგენლებისთვის სკამი ყოველთვის იქნება „3+3 ფორმატის“ სხდომათა დარბაზში. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

“თავიდანვე ყველა შევთანხმდით, რომ რომ სწორედ “3+3” ფორმატი გვაქვს და რომ გვესმის საქართველოს პოზიციის ეჭვები და ნიუანსები, მაგრამ საქართველოს წარმომადგენლებისთვის სკამი ყოველთვის იქნება ამ ფორმატის სხდომათა დარბაზში”, - განაცხადა ლავროვმა.

მან აღნიშნა, რომ მსგავსი მიდგომის კონსტატაცია ბოლო შეხვედრაზე მოხდა: “ქართულ მხარეს დავუდასტურეთ, რომ კარი ღიაა, სკამი დგას”.

ლავროვის შეფასებით, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა “ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს” ეყრდნობა.

“ხოლო ის, რომ “3+3” ყველა წევრის ინტერესებში [მუშაობს], ეჭვებს არ იწვევს. სხვათა შორის, ამან შური და არა ეჭვები გაუჩინა აშშ-ის ყოფილ ადმინისტრაციას, რომელიც “3+3” ფორმატის ნაცვლად “3+1” ფორმატის წინ წაწევას ცდილობდა, ანუ სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა და ბაიდენის ხალხი, რომელიც მათ უხელმძღვანელებდა”, - განაცხადა ლავროვმა.

შეგახსენებთ, ექვსეულის (რუსეთი, ირანი, თურქეთი - სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო) პლატფორმა - "3+3 ფორმატი" - გულისხმობს რეგიონის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატს და მისი შექმნის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეკუთვნის. პლატფორმის ფარგლებში პირველი შეხვედრა მოსკოვში 2021 წლის დეკემბერში გაიმართა. საქართველომ "3+3 ფორმატის" შეხვედრებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის