USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
სერგეი ლავროვი - რუსეთი სპეცოპერაციას არა უკრაინის ხელისუფლების დასამხობად, არამედ აღმოსავლეთ უკრაინის მცხოვრებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ატარებს
Date:  542

იტალიურ ტელეკომპანია „მედიასეტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „რუსეთი არ შეეცდება უკრაინაში სპეციალური ოპერაციის დასრულებას 9 მაისისთვის“.

„ჩვენი სამხედროები ხელოვნურად არ მოარგებენ თავიანთ ქმედებებს რაიმე თარიღს, მათ შორის, არც - გამარჯვების დღეს“, - თქვა ლავროვმა.

მისივე განცხადებით, ომის დასრულებას ხელი უკრაინის პრეზიდენტმა უნდა შეუწყოს, რისთვისაც მან წინააღმდეგობა უნდა შეწყვიტოს. მინისტრმა ვოლოდიმირ ზელენსკი მოლაპარაკების პროცესის ხელის შეშლაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ე.წ. სპეცოპერაციას რუსეთი არა უკრაინის ხელისუფლების დასამხობად, არამედ აღმოსავლეთ უკრაინის მცხოვრებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ატარებს.

„კიევი ამ დრომდე ხელს უშლის მოლაპარაკების პროცესს. ზელენსკი პოზიციას დღეში რამდენჯერმე იცვლის. მას შეუძლია, ნამდვილად შეუწყოს ხელი მშვიდობის დამყარებას, თუ შეწყვეტს დანაშაულებრივი ბრძანებების მიცემას თავისი ნეონაცისტური ბატალიონებისთვის, აიძულებს მათ მშვიდობიანი მოქალაქეების გაშვებასა და წინააღმდეგობის შეწყვეტას. ჩვენი მიზანი არ არის უკრაინაში რეჟიმის შეცვლა, ამაზე ამერიკელები არიან სპეციალიზებულები. ჩვენ გვსურს აღმოსავლეთ უკრაინის მცხოვრებთა უსაფრთხოება, რათა მათ აღარ დაემუქროს მილიტარიზაცია და ნაციფიკაცია. ასევე, გვსურს, უკრაინის ტერიტორიიდან, რუსეთს საფრთხე აღარ დაემუქროს“, - ამბობს ლავროვი.

society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way