USD 2.6876
EUR 3.1689
RUB 3.5025
Tbilisi
სერგეი ლავროვი - ერევანი მოსკოვთან დროში გამოცდილ ალიანსს არა დასავლეთის კონკრეტულ დახმარებაზე, არამედ ბუნდოვან დაპირებებზე ცვლის
Date:  551

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, განცხადებით სომხეთის ხელისუფლება ცდილობს, ყარაბახის დაკარგვა რუსეთს გადააბრალოს. „სტრატეგიული შემობრუნების გასამართლებლად, ისინი ცდილობენ დააბრალონ რუსეთს რესპუბლიკის ყველა უბედურება, მათ შორის ყარაბაღის დაკარგვა. ჩვენ არაერთხელ გვილაპარაკია რუსეთის შეშფოთებაზე საჯაროდ, ახლა აზრი არ აქვს სომხეთის ხელისუფლების არამეგობრული ნაბიჯების ჩამოთვლას“, - აღნიშნა ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში.

მისი თქმით, ოფიციალური ერევანი, რომელიც დასავლელების რჩევა-დარიგებას არის აყოლილი, ცდილობს თავისი საგარეო პოლიტიკური ხაზის რეფორმირებას. ის მოსკოვთან დროში გამოცდილ ალიანსს ცვლის არა დასავლეთის კონკრეტულ დახმარებაზე, არამედ მხოლოდ ბუნდოვან დაპირებებზე

 სომხეთი იყო და რჩება რუსეთისთვის სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში. „დარწმუნებული ვართ, რომ ყველა სირთულე დროებითია და პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში გადაიჭრება. სომხეთი ამჟამად მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. აშშ და ევროკავშირი, რუსეთისგან განსხვავებით, არ ცდილობენ მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას რესპუბლიკაში და მთლიანად სამხრეთ კავკასიაში. მათი ამოცანა სულ სხვაა - მოსკოვისა და სხვა რეგიონული ძალების განდევნა, დაძაბულობის ახალი წყაროს შექმნა ბალკანეთის, ახლო აღმოსავლეთის და უკრაინის შემდეგ. რთული სიტუაციიდან გამოსავალი აშკარაა - ერევნის, ბაქოსა და მოსკოვის სამმხრივი შეთანხმებების უმაღლეს დონეზე განხორციელება“, - აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, დისკუსია სომხეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის არსებობის მიზანშეწონილობის შესახებ საზიანოა. „მიგვაჩნია, რომ სომხეთის ტერიტორიაზე 102-ე რუსული სამხედრო ბაზის არსებობის მიზანშეწონილობის შესახებ დისკუსიები საზიანოა. შეთანხმება მისი იქ განთავსების შესახებ დაიდო 1995 წლის 16 მარტს, უპირველეს ყოვლისა, ეროვნული ინტერესებიდან და ჩვენი სახელმწიფოების საერთო მიზნებიდან გამომდინარე, რომელიც სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის განმტკიცებას ითვალისწინებს. დღეს ჩვენი არმია არის მთავარი ელემენტი ამ რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, რუსეთი შეშფოთებულია სომხეთსა და ნატო-ს შორის თანამშრომლობის გააქტიურებით.

„ბოლო დროს ერევანი ავითარებს თანამშრომლობას ნატოსთან და მის ცალკეულ წევრ ქვეყნებთან. წელს სომხეთმა ალიანსთან ერთად რამდენიმე ათეულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ის აგრძელებს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას ნატოს სტანდარტების შესაბამისად, სამხედროები გადიან წვრთნებს ჩრდილო ატლანტიკური ბლოკის რიგ სახელმწიფოებში. ეს არ შეიძლება არ გვაწუხებდეს. ჩვენ არაერთხელ გავამახვილეთ ჩვენი სომეხი კოლეგების ყურადღება, რომ ნატოს ჭეშმარიტი მიზანია გააძლიეროს თავისი პოზიციები რეგიონში და შექმნას პირობები მანიპულაციისთვის „გაყავი და იბატონე“ სქემით. იმედი მაქვს, ერევანში აცნობიერებენ, რომ ალიანსთან ურთიერთობის გაღრმავება ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სუვერენიტეტის დაკარგვას იწვევს“, - აღნიშნა ლავროვმა.

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way