USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
სერგეი ლავროვი - დონალდ ტრამპი მხარს მშვიდობას, უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტას უჭერს და ამას მივესალმებით - ეს არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება
Date:  378

ის მხარს მშვიდობას, დახმარების შეწყვეტას უჭერს და ჩვენ ამას მივესალმებით, - ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი დონალდ ტრამპის მიერ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ჯეი დი ვანსის არჩევას.

„ის მხარს მშვიდობას, დახმარების შეწყვეტას უჭერს და ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით, რადგან ეს არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება, შეწყდეს უკრაინის იარაღით შევსება და შემდეგ ომი დასრულდება“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთი ნებისმიერ ამერიკელ ლიდერთან იმუშავებს, თუ არჩეული ლიდერი სამართლიანი დიალოგისთვის მზად იქნება.

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way