USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Tbilisi
სერგეი ლავროვი - ბლინკენთან შეხვედრაზე გავიმეორეთ პოზიცია ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერების აუცილებლობაზე - ეს ბლოკი შეიქმნა სსრკ-ს წინააღმდეგ, ახლა კი რუსეთის წინააღმდეგ მუშაობს
Date:  653

სერგეი ლავროვის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე რუსულმა მხარემ გაიმეორა მოთხოვნა ნატო-ს გაფართოების შეჩერებასთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება ჩვენს პრინციპულ მიდგომას ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერების აუცილებლობის შესახებ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს გავიმეორეთ“, - განაცხადა ლავროვმა ბლინკენთან მოლაპარაკების შემდეგ.

მისი თქმით, ნატო მუშაობს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, ამიტომ მოსკოვი ეწინააღმდეგება ბლოკის აღმოსავლეთით გაფართოებას.

„ეს ბლოკი შეიქმნა სსრკ-ს წინააღმდეგ, ახლა კი მუშაობს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“, - განაცხადა ლავროვმა.

ლავროვის თქმით, ამით აიხსნება მოსკოვის პოზიცია, რომ აღმოსავლეთისკენ ნატო-ს გაფართოება არ უნდა მოხდეს.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მტკიცებით, ენტონი ბლინკენმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მომავალ კვირაში წარადგენს წერილობით პასუხებს „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ რუსეთის წინადადებებზე.

Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way