USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
სერგეი გავრილოვი - მოსკოვში ველოდები ქართველ კოლეგებს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან
თარიღი:  633

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების და პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

„ათასობით ქართველს ეს სურდა, რადგან ეს ხელს უწყობს ტურისტული კონტაქტებისა და ახალგაზრდების გაცვლის პროცესის გაფართოებას, ვაჭრობის პროცედურების გამარტივებას, არაერთი საინვესტიციო პროექტის განბლოკვას, რომელთა განხორციელება დააკავშირებს რუსეთსა და საქართველოს „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ სატრანსპორტო დერეფნის ფარგლებში, გააძლიერებს ევრაზიის ინფრასტრუქტურული დერეფნების ქსელს“ , - განაცხადა რუსმა დეპუტატმა.

გავრილოვის თქმით, ის თავად საქართველოში ჩასვლას ჯერ არ გეგმავს, მაგრამ მოსკოვში ელოდება თავის ქართველ კოლეგებს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან.

„თუმცა, ვუშვებ მომავალში საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობას, რათა მოვინახულო ჩემი წინაპრების საფლავები, რომლებიც იცავდნენ ჩვენს ქვეყანას დიდი სამამულო ომის დროს“, - დასძინა გავრილოვმა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის