USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
სერგეენკო: ივანიშვილი გახარიას "ხისტად და ცალსახად" გაემიჯნა
თარიღი:  502

უმრავლესობის წევრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიას „ხისტად და ცალსახად” გაემიჯნა.

მისი თქმით, „მართალია, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ მისთვის საკუთარი აზრის გამოთქმა არავის აუკრძალავს“.

„რადგან მასთან ირიბად იყო დაკავშირებული მოარული ხმები, რომ თითქოს ეს მის მიერ მართული პოლიტიკური ძალა იყო, ამასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება და ძალიან ცალსახად და ხისტად გაემიჯნა. დეფინიციები, რაც მან გამოიყენა, რომ ეს არის პარტიის და ქვეყნის ღალატი, რა თქმა უნდა, არის ხისტი. ვფიქრობ, გახარიას ექნება შესაძლებლობა, დაასაბუთოს თავისი პოზიცია, თუმცა განცხადება ცალსახა იყო და წყალგამყოფი გაავლო ამ მოვლენებს შორის”,- განაცხადა სერგეენკომ.

ამავდროულად, სერგეენკო გაუგებრად აფასებს გახარიას ნაბიჯს გადადგომასთან დაკავშირებით: „ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო მისი ნაბიჯი. მითუმეტეს, რომ ამ ნაბიჯის გადადგომის დილამდე ის ითვლებოდა „ქართული ოცნების” ერთ-ერთ ლიდერად და წამყვნ პოლიტიკოსად. როდესაც მედიიდან იგებ ამ გადაწყვეტილების შესახებ, მითუმეტეს არგუმენტების გარეშე, ყველაზე ცოტა, გაუგებარი იყო მაშინაც და ახლაც”,- განაცხადა სერგეენკომ.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის