USD 2.6797
EUR 2.8812
RUB 2.9138
Tbilisi
სერგეენკო- C ჰეპატიტის პროგრამაში ერთი ტაბლეტის სიზუსტით იყო ყველაფერი დაბალანსებული
Date:  439

2017 წელს როდესაც „სოვალდიდან“ „ჰარვონზე“ გადავედით, 1500 პაციენტის სამკურნალო „სოვალდი“ გვრჩებოდა, რომელზეც ჩვენს პარტნიორებს მივმართეთ და მათგან მივიღეთ თანხმობა, რომ ორი ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის გადაგვეცა ის - სომხეთისა და ბელორუსისთვის, - ამის შესახებ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ განმარტებების გაკეთებისას განაცხადა.

„გაჟღერდა ინფორმაცია პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანებისგან, რომ მოხდა ამ მედიკამენტების ფარული გადაყიდვა. 2018 წლის განმავლობაში, უამრავმა საგამოძიებო თუ მაკონტროლებელმა ორგანოებმა ძალიან სკურპულოზურად შეამოწმეს მარაგები მთელი საქართველოს მასშტაბით და არა თუ ერთი ფლაკონის, არამედ ერთი ტაბლეტის სიზუსტით იყო ყველაფერი დაბალანსებული.

2017 წელს, როდესაც ჩვენ პირველიდან მეორე თაობაზე გადავედით ანუ „სოვალდიდან“ „ჰარვონზე“, გვრჩებოდა 1500 პაციენტის სამკურნალო „სოვალდი“, რომელზეც მივმართეთ ჩვენს პარტნიორებს და მათგან მივიღეთ თანხმობა, რომ ორი ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის გადაგვეცა სომხეთისა და ბელორუსისთვის“, - განაცხადა დავით სეერგეენკომ.

რაც შეეხება საკითხს, შეიძლებოდა თუ არა პროექტის მართვა, იმისთვის რომ მედიკამენტებს ვადა არ გასვლოდა, სერგეენკო აცხადებს, რომ 2018 წელს პაციენტების მხრიდან მოთხოვნა უფრო დაბალი იყო, ვიდრე პროგრამის ჯერადობით გაზრდილი შესაძლებლობები.

„შესაძლებელი იყო თუ არა რაღაცნაირად ამის თავიდან აცილება?! 2018 წელს პაციენტების მხრიდან მოთხოვნა უფრო დაბალი იყო, ვიდრე პროგრამის ჯერადობით გაზრდილი შესაძლებლობები. თუკი 2015 წელს მხოლოდ 5 ცენტრი აკმაყოფილებდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალიან მაღალ ხარისხობრივ მოთხოვნას, 2018 წელს ასეთი ცენტრი უკვე 30-მდე იყო. შესაბამისად, ჩვენ შეგვეძლო ბევრად მეტი პაციენტის მიღება. 2018 წელს იყო 23 ათასი ადამიანი, ვინც იცოდა, რომ მას ჰქონდა ეს დაავადება, თუმცა ამა თუ იმ მიზეზით არ ერთვებოდა მკურნალობაში. დღეის მდგომარეობით ასეთი არის 30 ათასი ადამიანი. მე ყოველთვის ვცდილობ დავიცვა ექიმის კოდექსი, რომელიც ამბობს, რომ თუ ექიმმა რაღაც აუხსნა პაციენტს, მაგრამ მან მაინც არ გააკეთა, არავითარ შემთხვევაში არ დაადანაშაულო პაციენტი. ესე იგი, შენ ვერ აუხსენი რაღაც და ამ შემთხვევაშიც იგივე ლოგიკაა აბსოლუტურად. მე ამ ადამიანს არ ვადანაშაულებ, უბრალოდ ვთხოვ, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა“- განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე განმარტებით C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყების დღიდან სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის დიაგნოსტიკა ფინანსდებოდა 100 %-ით, ხოლო დანარჩენი მოსახლეობისთვის 30%-ით.

„ამ წლების განმავლობაში არა მარტო ჩვენ არამედ საერთაშორისო პარტნიორები მუდმივად აკეთებდნენ მონიტორინგს ბევრი პარამეტრით, მათ შორის ჩართულობის ინდექსი სოციალურად დაუცველ და არადაუცველ მოსახლეობას შორის დაახლოებით თანაბარი იყო. მიუხედავად ამისა, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვეცადეთ, რომ მთლიანად დაგვეფარა ეს დიაგნოსტიკური ხარჯები და ეს სავარაუდოდ, მოგვცემს შედეგს, მაგრამ დღეის მდგომარეობით ჩართულობის ინდექსი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა ამის გამო. ძირითადი ბარიერები არის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და დეცენტრალიზაციის პროექტი, რომელიც 2 წელია დაიწყო სწორედ აქეთ არის მიმართული. მარტო დედაქალაქში ან დიდ ქალაქებში არ უნდა უწევდეს პაციენტს მისვლა. საბოლოო ჯამში, წლის განმავლობაში 70 ასეთი დაწესებულება იქნება. ყველა რაიონში იქნება ასეთი დაწესებულება და უკვე ოჯახის ექიმები განახორციელებენ ამ ყველაფერს. თუმცა მათაც რა თქმა უნდა, შესაბამისი ტრენინგი და აღჭურვა სჭირდებათ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

sport
ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა

ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური პროფესიული კლუბის Wycombe Wanderers-ს აქციების 90% იყიდა. ამის შესახებ კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პრესრელიზის მიხედვით, შპს Feliciana EFL-მა საკუთარ მფლობელობაში არსებული აქციების 90% მიხეილ ლომთაძის მფლობელობაში მყოფ Blue Ocean Partners II Limited-ს მიჰყიდა. შედეგად, ლომთაძე გახდა კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრიც. (დირექტორთა საბჭოს ორ ახალ წევრთან - ედუარდ ვიშნიაკოვთან და დანიელ რაისთან ერთად).

ქართველმა მილიარდერმა, კლუბის და გულშემატკივრებისთვის მიწერილ გზავნილში თქვა, რომ ის მსუბუქად არ მოეკიდება აღებულ პასუხისმგებლობას გულშემატკივრების, პერსონალისა და ფეხბურთელების წინაშე.

„ჩვენი მიზანია მივაღწიოთ გრძელვადიან წარმატებებს როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ ფინანსურად მდგრადი კლუბის აშენებით“, - განაცხადა ლომთაძემ.

1887 წელს დაარსბული Wycombe Wanderers ბუკინგემშირში სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში მდებარეობს.

მიხეილ ლომთაძე არის Kaspi.kz-ის სამი ძირითადი აქციონერიდან ერთ-ერთი. 2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით იგი ფლობდა ყაზახური ფინტექს კომპანიის საერთო აქციების 22,6%-ს. 2022 წელს მან მეშვიდე ადგილი დაიკავა ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის რეიტინგში.

ლომთაძე ბიძინა ივანიშვილის შემდეგ რიგით მეორე ქართველი მილიარდერია, რომელიც forbes-ის შეფასებით ივანიშვილზე მდიდარია, ხოლო Bloomberg-ის ცნობით, ივანიშვილზე 700 მლნ-ით ნაკლები ქონება აქვს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way