USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Тбилиси
სერბეთის პრეზიდენტმა ევროკავშირის გულის მოსაგებად რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტაზე მიანიშნა
дата:  423

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა მიანიშნა, რომ მისი ქვეყანა მზად არის გაწყვიტოს ურთიერთობა რუსეთთან ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით.

ამის შესახებ გამოცემა Politico-ზე დაყრდნობით იუწყება.

სერბეთის ლიდერმა თქმით მას ესმის, რომ დადგა დრო, გადახედოს თავისი ქვეყნის პოლიტიკას და მიანიშნა, რომ მზადაა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდეს.

"ჩემგან მიიღებთ ერთ წინადადებას: სერბეთი დარჩება ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. შესაბამისად გამოიტანეთ საკუთარი დასკვნები ამ ნათქვამიდან, მაგრამ ვფიქრობ, რომ გესმით ჩემი", - თქვა მან.

ამასთან, მან დასძინა, რომ ბელგრადს მომავალში რთული გადაწყვეტილებები ელის.

"მომავალში რთული გადაწყვეტილებების მიღებას ვგეგმავთ. სულ ეს არის რისი თქმაც შემიძლია", - განაცხადა მან.

ამავდროულად, ვუჩიჩმა გაიმეორა, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს  სერბების Wagner-ში რეკრუტირებაზე მცდელობები.

შეგახსენებთ, რომ ადრე ვუჩიჩმა თქვა, რომ სერბეთი სამართალსი მისცემს იმ  თავის მოქალაქეებს, რომლებიც ვაგნერის მიერიყვნენ დაქირავებულნი და მონაწილეობდნენ უკრაინის წინააღმდეგ ომში.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати