ჩინეთი ყოველთვის საერთაშორისო სამართლის მხარეს იყო და სერბეთს ყოველთვის მხარს უჭერდა, - ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ბელგრადში ვიზიტის წინ განაცხადა.
„ერთი მნიშვნელოვანი რამ არსებობს, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელსაც ხელი პეკინში მოვაწერეთ. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებაა, რადგან ახლა ორ ქვეყანას შორის საერთო სავაჭრო ბრუნვამ 6,1 მილიარდ დოლარს მიაღწია. მჯერა, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი გაორმაგდება ან გასამმაგდება“, - განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ( CCTV) ინტერვიუში.
ალექსანდრ ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ სერბეთი „ერთი ჩინეთის პრინციპს“ მხარს მტკიცედ უჭერს.
„ჩინეთი ყოველთვის საერთაშორისო სამართლის მხარეს იყო და სერბეთს ყოველთვის მხარს უჭერდა, ისევე როგორც ჩვენ ვუჭერდით ჩინეთს მხარს. ტაივანი ჩინეთია. წერტილი“, - აღნიშნა სერბეთის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი 5-10 მაისს საფრანგეთს, სერბეთსა და უნგრეთს ეწვევა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.