USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
Тбилиси
სერბეთის პრემიერი გადადა, ბრატისლავას ცენტრი დემონსტრანტებს უკავიათ, ოპოზიციონერმა პეტერ მაგიარმა გამოკითხვებში ორბანს გადაუსწრო
дата:  724
მიმდინარე მასობრივი დემონსტრაციების, გაფიცვებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის გადაკეტვის ფონზე სერბეთში პრემიერ-მინისტრი და მთავრობა გადადგა. პრეზიდენტი ვუჩიჩი ჯერჯერობით კვლავ ინარჩუნებს თანამდებობას, მაგრამ თანახმაა ახალი მთავრობის დაკომპლექტებისას ძველი მინისტრებით აღარ დაკომპლექტდეს კაბინეტი.
ეს ყველაფერი მოხდა მას შემდეგ რაც მაგისტრალური გზების გადაკეტვასთან ერთად ორშაბათს ბელგრადის მოსახლეობა მასობრივად გაიფიცა და სამსახურში არ გამოცხადდა საერთოდ.
დემონსტრაციები გრძელდება და ისინი ვუჩიჩის გადადგომასაც ითხოვენ. მისი პოზიციები ახლა ყველაზე სუსტია, რადგან მას ლიბერალური ფრთაც ებრძვის და ნაციონალისტურიც. საგარეო პოლიტიკაში კი მან ვერც ევროკავშირთან დაალაგა ურთიერთობები და ვერც რუსეთი დატოვა კმაყოფილი. ზოგადად, ორ სკამზე ჯდომა ძალიან რთულია ისეთ ახალ ცივ ომში, რომელსაც მოცული აქვს მთელი მსოფლიო. რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი - თუკი მისი ძალაუფლება გადარჩა ან შეიცვალა იგი - მოუწევს სერბეთს საგარეო პოლიტიკური კურსის მკაცრად განსაზღვრა.
სერბეთში პრემიერ-მინისტრი საკმაოდ წონიანი ფიგურაა. შესაბამისად, მისი გადადგომა უმნიშვნელო მოვლენა არ გახლავთ, მაგრამ რამდენად საკმარისი გახდება ეს დემონსტრაციების დასაშოშმინებლად - საკითხავია.
ამ ფონზე, სლოვაკეთში რობეტ ფიცოს კოალიცია ძალიან მყიფედ გამოიყურება. მისი სამი პარტიისაგან შემდგარი კოალიცია ნული დეპუტატის უმრავლესობითაა წარმოდგენილი. კოალიციური პარტნიორის პარტიაში განხეთქილებაა, რაც ფიცოს მხარდაჭერას ასუსტებს. დედაქალაქ ბრატისლავას ცენტრი დემონსტრანტებს უკავიათ.
უნგრეთში კი ბოლო 20 წელიწადში პირველად მოხდა, რომ წინასაარჩევნო გამოკითხვებში ოპოზიციონერი ქარიზმატული კანდიდატის პეტერ მაგიარის პარტია TISZA-მ ორბანსა და მის Fidesz-ს გადაუსწრო გამოკითხვებში. მაგიარი ახალგაზრდა პოლიტიკური ლიდერია, რომელიც თავდაპირველად სწორედ Fidesz-ის წევრი და თანამდებობის პირი იყო, მაგრამ დემარშით დატოვა პოსტი და ღიად ამხილა ორბანი და მისი გუნდი კორუფციაში. დედაქალაქი მას მხარს უჭერდა, მაგრამ პირველად მოხდა რომ რეგიონებმაც დაიწყეს მისი მხარდაჭერა.
мир
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати