USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
სექტემბრიდან შესაძლოა აღდგეს პირდაპირი ფრენები საქართელო- რუსეთს შორის
дата:  1006

რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროში განიხილავენ სხვადასხვა ქვეყანასთან ავიამიმოსვლის აღდგენას, მათ შორის საქართველოსთან — ოღონდ, შემოდგომაზე.

„რუსული ავიაგადამზიდების ეკონომიკური მდგომარეობის უფრო სწრაფი აღდგენისთვის განიხილება შემოდგომიდან საქართველოსა და ეგვიპტეში რეისების აღდგენა“, — ვკითხულობთ მათ განცხადებაში.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა რუსეთთან ურთიერთობების საკითში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ. მისი განცხადებით, ოფიციალურ დონეზე ეს საკითხი ჯერ არ დაყენებულა, თუმცა, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მისცემს, საქართველოს მთავრობის პოზიცია საკითხთან დაკავშირებით პოზიტიური იქნება:

„არაკომერციული ასოციაციაა [რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია], თუმცა საკმაოდ დიდი, ეს მათი აზრია და სურვილი როგორ ჩანს, თუმცა, ოფიციალურ დონეზე ასეთი გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის. ბუნებრივია, ეს დაკავშირებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან, უპირველეს ყოვლისა, დავაკვირდებით როგორი იქნება ვითარება  და თუ საშუალება გვექნება, დამოკიდებულება ადრეც პოზიტიური იყო ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით და პერპსექტივაშიც პოზიტიური იქნება, მაგრამ ვიმეორებ, ეს დაკავშირებულია ეპიდვითარებასთან, მათ შორის რუსეთში“, — განაცხადა აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 20 ივნისის აქციების შემდეგ შეაჩერა. 20 ივნისს, მას შემდეგ, რაც რუსი დეპუტატი გავრილოვი აღმოჩნდა პარლამენტის სპიკერის სავარძელში, საქართველოში დაიწყო ანტისაოკუპაციო აქციები, სადაც საქართველოს ხელისუფლების არაერთი წარმომადგენლის გადაყენება მოითხოვეს.

რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული „რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და „უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან. 

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати