USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Tbilisi
სენატორმა კორი ბუკერმა აშშ-ის სენატის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სიტყვით გამოსვლის რეკორდი მოხსნა
Date:  747

„დემოკრატმა“ სენატორმა აშშ-ის სენატის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სიტყვით გამოსვლის რეკორდი მოხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„დემოკრატმა“ სენატორმა, კორი ბუკერმა აშშ-ის სენატში 25 საათისა და 5 წუთის განმავლობაში ისაუბრა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა გააკრიტიკა.

„ჩვენს ინსტიტუტებს თავს არაკონსტიტუციურად ესხმიან და ანადგურებენ. მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა კრიზისშია. მხოლოდ 71 დღის განმავლობაში პრეზიდენტმა ამერიკელების უსაფრთხოებას, ფინანსურ სტაბილურობას, დემოკრატიის მთავარ პრინციპებს დიდი ზიანი მიაყენა. ეს ამერიკაში ნორმალური პერიოდი არ არის“, - განაცხადა კორი ბუკერმა.

კორი ბუკერმა სენატორ სტრომ თარმონდის მიერ 1957 წელს დამყარებული რეკორდი მოხსნა, როდესაც თარმონდმა სამოქალაქო უფლებების აქტის წინააღმდეგ 24 საათისა და 18 წუთის განმავლობაში ისაუბრა.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way