USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
სენატორმა ჰაშინი 2012 წელს მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების მნიშვნელობაზე
Date:  637

ტრამპის მხარდამჭერების კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ, სენატორმა ჯინ ჰაშინმა ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და საქართველოს 2012 წლის მაგალითი გაიხსენა:

“Სენატის ბევრი წევრის მსგავსად, მსოფლიოს გარშემო ბევრ განვითარებად ქვეყანაში ვყოფილვარ – ავღანეთში, ერაყში, დასავლეთ ბალკანეთში, აფრიკაში, საქართველოში.

იქ 2012 წელს, ჩემს კოლეგა სენატორ რიშთან ერთად ჩავედი სენატის სახელით, არჩევნებზე დასაკვირვებლად. არჩევნები ტარდებოდა მიხეილ სააკაშვილის “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართული ოცნების” პარტიას შორის, რომელიც ოლიგარქი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ახლადჩამოყალიბებული პარტია იყო.

ეს იყო ბრძოლა პარლამენტისთვის და მთავრობის კონტროლისთვის. Არჩევნების დღეს სენატორი რიში და მე რამდენიმე საარჩევნო უბანს ვეწვიეთ და ჩვენ დავეთანხმეთ საერთაშორისო შეფასებებს, რომ არჩევნებმა თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩაიარა და რომ არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა. Მაგრამ ქვეყანაში შიშობდნენ, რომ სააკაშვილი ძალაუფლებას არ დათმობდა, რაც ძალადობაში გადაიზრდებოდა და ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ახალდება დემოკრატიულ რეფორმებს დაასრულებდა.

არჩევნების შემდეგ, მე და სენატორი რიში პრეზიდენტ სააკაშვილთან მივედით, რათა  გვესაუბრა მასთან და ხელისუფლებაში დარჩენის სურვილისგან გადარწმუნება გვეცადა. ცხადად მახსოვს მასთან მისვლა, როგორ დავსხედით და ვისაუბრეთ დემოკრატიის ღირებულებაზე. ვუთხარით რომ მან ბოლო 8 წელი ძალიან ბევრი იშრომა და დემოკრატიის სიდიადე სწორედ იმაში იყო, რომ ხელისუფლება მშვიდობიანი არჩევნების შედეგად უნდა გადაებარებინა ადამინისთვის, რომელიც ამომრჩევლებმა აირჩიეს. Პრეზიდენმა სააკაშვილმა მოგვისმინა და თანამდებობა მშვიდობიანად დატოვა.”

 

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way