USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
სენატორები პომპეოს ივანიშვილის რუსეთთან კავშირების შესწავლისკენ მოუწოდებენ
дата:  1449

ამერიკელი სენატორი ტედ კრუზი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯონ კორნინი, რესპუბლიკელ ჯოდი არინგტონთან და მარკვეინ მალინთან ერთად აშშ-ის საელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს და სახაზინო მდივანს სტივ მნუჩინს წერილს უგზავნიან, რომელშიც საუბარია საქართველოზე. სენატორები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ ქმედებების გამო.

„გწერთ იმისთვის, რომ გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება კარგი მმართველობის გაუარესებასა და პოტენციურ უკანონო ფინანსურ ქმედებებთან დაკავშირებით საქართველოში. ჩვენ განსაკუთრებით და უფრო და უფრო მეტად შეშფოთებული ვართ, საქართველოს კავშირების გამო ამერიკის მეტოქეებსა და მტრებთან, რაც ჩვენი გეოსტრატეგიული და ბიზნეს ინტერესების ხარჯზე ხდება.

გასული წლის განმავლობაში, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები დაახლოებით 50%-ით შემცირდა, გადასახადები და ბიუროკრატიული ბარიერები კი გაიზარდა დასავლური ბიზნესებისთვის.

მმართველობის ეს პრობლემები პირდაპირ ძირს უთხრის ამერიკული კომპანიების ოპერირების და ჩვენი კავშირების საქართველოსთან, Frontera Resources-თან, Texas-თან გაღრმავების შესაძლებლობას, რომელიც საქართველოს ნავთობ და გაზის სექტორში უმსხვილესი ამერიკული ინვესტორია. მათ $500 მილიონი აქვთ ინვესტირებული ნავთობისა და გაზის მოპოვების სამუშაოებისთვის. ცოტა ხნის წინ Frontera გახდა დამახშობელი რეგულაციების და შეზღუდვების სამიზნე და ახლა შესაძლო ექსპროპრიაციის საფრთხის წინაშეა საქართველოს მთავრობის მხრიდან.

2019 წელს სხვა ამერიკული კომპანია Conti Group იყო იგივე გზით კონსორციუმიდან გაძევებული, რომელიც ანაკლიაში პორტს აშენებდა, რამაც პროექტი გააჩერა“, – წერენ ისინი.

ამასთან, წერილში აღნიშნულია, რომ Frontera-ს ენერგორესურსების მოპოვებაზე მუშაობა მიზნად ისახავდა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას და სტაბილურობას, ხოლო პორტის მშენებლობა ანაკლიაში მიზნად ისახავდა საქართველოს რუსული პორტების ინფრასტრუქტურაზე დამოკიდებულების შემცირებას.

ისინი ასევე ამბობენ, რომ კანონიერ ბიზნესს ხელი შეუშალეს, უკანონო ვაჭრობა კი დაუშვეს. მათ მაგალითად მოჰყავთ ირანელი ბიზნესმენების საქმე, როდესაც ამერიკული სანქციების მიუხედავად, სამი ირანელი ბიზნესმენი თბილისში მცირე ზომის საბანკო ორგანიზაციას ფლობდა.

„ბოლო ცნობებით, ბათუმის პორტი კვლავ გახდა ნავთობთან დაკავშირებული ირანული უკანონო აქტივობების სამიზნე.

ჩვენ ვითხოვთ შემდეგი საკითხების შესწავლას:

ამჟამინდელი მთავრობა, რომელსაც ქართული ოცნება მართავს, ცდილობს გააძევოს კანონიერი ამერიკული ბიზნესები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკასა და მომავალში დებენ ინვესტიციებს.

ნებისმიერი მსგავსი ქმედება მოტივირებულია გეოპოლიტიკური გარემოებებით, მათ შორის არსებული ცნობებით, ბიძინა ივანიშვილსა და რუსეთის მთავრობას შორის კავშირებით.

შავი ზღვის პორტში საქართველოში ქმედებები საფრთხეს უქმნის ამერიკულ ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ინტერესებს მათ შორის: ამერიკული კომპანიების განზრახ არ დაშვება პორტის მშენებლობებზე, რაც მიზნად ისახავდა საქართველოს იზოლირებას რუსეთის გავლენისგან; ირანის წინააღმდეგ დაწესებული ამერიკული სანქციების აღსრულების ხარვეზები, განსაკუთრებით პორტის ქმედებების კონტექსტში“, – აღნიშნულია წეირლში

წერილის ბოლოს ასევე წერია, რომ საქართველო არის სტრატეგიული პარტნიორი კავკასიაში და ნატოს მოკავშირე. წერილი 15 მაისითაა დათარიღებული.

 

წყარო:bm.ge

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати