USD 2.6946
EUR 3.1734
RUB 3.5344
Tbilisi
სენატმა ტრამპის იმპიჩმენტი არ დაამტკიცა
Date:  1208

აშშ-ის სენატმა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში წაყენებულ ორივე ბრალდებაში გაამართლა.

 

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებაში პრეზიდენტის უდანაშაულოდ ცნობას 52-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი - 48 იყო.

მას შემდეგ რაც სენატმა ტრამპის იმპიჩმენტი არ დაამტკიცა, აშშ-ის პრეზიდენტმა ბრიფინგი გამართა, სადაც იმპიჩმენტის პროცედურაზე ისაუბრა და დემოკრატები მწვავედ გააკრიტიკა.

„ეს იყო ბოროტება. ესენი იყვნენ ჩამშვებები და მატყუარები. ეს სხვა პრეზიდენტს არასდროს, არასდროს უნდა დაემართოს. არ ვიცი სხვა პრეზიდენტები ამას გაუძლებდნენ თუ არა. ზოგმა თქვა, რომ ვერ...უზნეო პოლიციელები, საშინელი ხალხი. ეს რომ პრეზიდენტ ობამას დამართნოდა, ძალიან ბევრი ადამიანი, ძალიან ბევრი წელი ციხეში იქნებოდა“,-განაცხადა ტრამპმა.

პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დროს ოპოზიციონერები მკაცრად გააკრიტიკა.

„კორუმპირებული პოლიტიკოსი სახელად ადამ შიფი. მან შეთითხნა ჩემი განცხადება უკრაინის პრეზიდენტისადმი. მან ეს ყველაფერი ჰაერიდან მოიტანა. უბრალოდ შეთითხნა. ამბობენ, რომ ის სცენარისტია. წარუმატებელი სცენარისტი და სამწუხადოდ, პოლიტიკაში მოვიდა“,-განაცხადა ტრამპმა.

„ჯერი ნადლერი, მე მას მთელი ცხოვრებაა ვიცნობ. ის 25 წელია ნიუ-იორკში მებრძვის. მე მას ყოველთვის ვამარცხებდი და სულ დავამარცხებ. მათ რომ დამინახონ ქუჩაში ვსეირნობ და შუქნიშანს არ დავემორჩილე, შეიძლება თქვან, მოდი მისი იმპიჩმენტი მოავხდინოთ. ისინი გულქვა გიჟები გახდნენ და თუ დამჭირდა მათ სულ დავამარცხებ“, - განაცხადა ტრამპმა.

„ნენსი პელოსი არის საშინელი ადამიანი. მას დიდი ხნის წინ უნდოდა ჩემი იმპიჩმენტი, მაშინ როცა თქვა, მოდი ვილოცოთ პრეზიდენტისთვის. ის არ ლოცულობს. ის შეიძლება ლოცულობს, მაგრამ სულ საწინააღმდეგოდ. ეჭვი მეპარება, რომ საერთოდ ლოცულობს. ისინი საზარელი ხალხია“,-აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.Картинки по запросу "ლინდსი გრემი"

ლინდსი გრემი - ღმერთი სამოთხის კართან არ მკითხავს, რატომ გავამართლე ტრამპი

სენატორ ლინდსი გრემის თქმით, იმპიჩმენტის პროცესი, პოლიტიკურად მოტივირებული იყო იმ ხალხის მიერ „ვინც სიმართლეს არ ეძებს“.

„როცა მე მივალ ღმერთთან, სამოთხის კართან ღმერთი არ მკითხავს „რატომ გაამართლე ტრამპი?“- განაცხადა გრემმა და დასძინა, რომ ის რელიგიური ადამიანია.

 

 

World
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way