USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც 250 მილიარდი დოლარის მობილიზებას ითვალისწინებს, ჩინეთის ეკონომიკური ზეგავლენის შემცირებისთვის
თარიღი:  533

აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიზანია გაზარდოს ქვეყნის შესაძლებლობა ჩინური ტექნოლოგიებისთვის კონკურენციის გაწევის კუთხით და შეამციროს ჩინეთის ეკონომიკური ზეგავლენა.

კერძოდ, ორპარტიული კანონპროექტი აშშ-ის ტექნოლოგიებისა და კვლევის გაძლიერებისთვის 190 მილიარდი აშშ დოლარის, ნახევარგამტარებისა და სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების წარმოებისა და კვლევის გაზრდის მიზნით კი - 54 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას ითვალისწინებს.

კანონპროექტი ჩინეთთან დაკავშირებულ სხვა დებულებებსაც შეიცავს, მათ შორის სოციალური მედიის აპლიკაციის TikTok-ის ჩამოტვირთვის აკრძალვას სამთავრობო მოწყობილობებზე და ჩინეთის მთავრობის მხარდაჭერილი კომპანიების მიერ წარმოებული და გაყიდული დრონების შეძენის დაბლოკვას. ის ასევე ითვალისწინებს სანქციების დაწესებას იმ ჩინური კომპანიებისთვის, რომლებიც აშშ-ში განხორციელებულ კიბერ თავდასხმებში, ან ამერიკული კომპანიებისგან ინტელექტუალური საკუთრების მოპარვაში არიან ჩართულები.

კანონპროექტს, რომელიც სენატმა 68 ხმით 32-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

ახლა ინიციატივა კონგრესის წარმომადგენელთა პალატას გადაეგზავნება, სადაც მსგავსი კანონპროექტი უკვე შეტანილია, მაგრამ ოდნავი განსხვავებებით. კონგრესმენებმა უნდა გადაწყვიტონ, რომელ ინიციატივას დაამტკიცებენ. კანონპროექტი მას შემდეგ ამოქმედდება, რაც მას პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მოაწერს ხელს.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის