USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
სენატისა და 15 ევროპული ქვეყნის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები - პასუხისგების საკითხი დადგება მათზე, ვინც ჩართულია რუსული სტილის კანონის ამოქმედებასა და დემონსტრანტების სასტიკად მიზანში ამოღებაში
дата:  586

არ ვიყოყმანებთ მათი პასუხისგების საკითხის დაყენებაზე, ვინც ჩართულია რუსული სტილის კანონის ამოქმედებაში და არაძალადობრივი დემონსტრანტების სასტიკად მიზანში ამოღებაში, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის.

ამის შესახებ 16 ქვეყნისა და გაერთიანების საკანონმდებლო ორგანოების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების საერთო განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში ისინი მიმართავენ ქართველ ხალს: " მარტონი არ ხართ "

“მეგობრებისგან და მოკავშირეებისგან შეშფოთების არაერთი გამოხატვის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა საგანგაშო და რეპრესიული ნაბიჯი გადადგა, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას და წინააღმდეგობაში მოდის მის მიერ გამოცხადებულ დასავლურ ინტეგრაციის მიზანთან. როგორც ევროატლანტიკური კანონმდებლებს, გვესმის, რომ პარლამენტის როლია თავისი ხალხის სურვილი ასახოს, ქართველებმა ერთმნიშვნელოვნად უარყვეს ეს კრემლის მიერ შთაგონებული კანონი, როგორც მათ იდენტობასთან, ევროპულ ღირებულებებთან, დემოკრატიულ პრინციპებთან შეუსაბამო. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ე.წ. ‘უცხოური აგენტების’ კანონი ვლადიმირ პუტინის პოლიტიკას ასახავს, რომელიც საქართველოს ტერიტორიის 20%-ის უკანონო ოკუპაციას აგრძელებს.

პატივცემული ქართული ორგანიზაციები, როგორებიცაა საერთაშორისო გამჭვირვალობა (TI Georgia), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ორგანიზაცია (GYLA), ცენტრალურ როლებს ასრულებენ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციისკენ გზაზე. ეს კანონი სრულიად ეწინააღმდეგება ასეთ ღირსეულ ძალისხმევებს და სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე - ნებისმიერი დემოკრატიის ფუნდამენტურ ელემენტებზე - პირდაპირ თავდასხმას წარმოადგენს. შეერთებული შტატები და ევროპა გააგრძელებს მათ მხარდაჭერას, ვინაიდან მათი ლიდერობა და საქართველოს ხედვა ნამდვილი პატრიოტიზმის მაგალითია, რაც მკვეთრ კონტრასტში მოდის პარლამენტის 84 წევრთან, რომლებიც გუშინდელი კენჭისყრის დროს რუსეთის მოკავშირეები გახდნენ.

არასდროს არ მივატოვებთ ქართველ ხალხს, რომელმაც მშვიდობიანი წინააღმდეგობით მამაცად აჩვენა დემოკრატიული ღირებულებებისადმი თავისი ურყევი ერთგულება, ასევე არ ვიყოყმანებთ მათი პასუხისგების საკითხის დაყენებაზე, ვინც ჩართულია ამ რუსული სტილის კანონის ამოქმედებაში და არაძალადობრივი დემონსტრანტების სასტიკად მიზანში ამოღებაში, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის. ქართველ ხალხს ჩვენ ვეუბნებით: მარტონი არ ხართ”, - ნათქვამია განცხადებაში.

საერთო განცხადება ინიცირებულია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ბენ კარდინის მიერ. ხელმომწერებს შორის არიან ბელგიის, ჩეხეთის, ესტონეთის, ფინეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, ევროკავშირის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, პოლონეთის, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები.

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати