USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Тбилиси
სეისმური აქტივობის გამო კუნძულ სანტორინიზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
дата:  820

ათასობით ადამიანი ტოვებს სანტორინის მიწისძვრების შემდეგ

სანტორინის კუნძულიდან უკვე 11,000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა ტერიტორია, ხოლო კიდევ მრავალი ემზადება გასასვლელად, მას შემდეგ, რაც კუნძულთან ახლოს 5.2 და 4.7 მაგნიტუდის მიწისძვრები მოხდა – ოთხშაბათს საღამოს და ხუთშაბათს დილის 7:50 საათზე, ადგილობრივი დროით.

შუაღამიდან დილის 6:30 საათამდე აღნიშნულ რეგიონში 57 მცირე სიმძლავრის ბიძგი დაფიქსირდა.

უკვე ერთი კვირაა, რაც მიწისძვრები ინტენსიურად გრძელდება ამორგოსსა და სანტორინის შორის მდებარე ზონაში. 28 იანვრიდან დღემდე იქ 500-ზე მეტი მცირე სიმძლავრის ბიძგი მოხდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბერძნული ხელისუფლება ადგილობრივებსა და ტურისტებს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა, ხუთშაბათს სანტორინი შვიდმა ათასმა ადამიანმა ზღვით, ხოლო ოთხმა ათასმა – ავიარეისებით დატოვა.

სეისმოლოგების წინასწარი შეფასებით, ძლიერი ბიძგები დაახლოებით ხუთი კილომეტრის სიღრმეში წარმოიშვა.

სერიოზული ზიანი კუნძულზე არ დაფიქსირებულა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება მზად არის მოვლენების სხვადასხვა სცენარით განვითარებისათვის.

საბერძნეთის გეოდინამიკის ინსტიტუტის სპეციალისტები აფრთხილებენ, რომ მცირე ბიძგების სერია გრძელდება, თუმცა მათი ნაწილი უკვე 4 მაგნიტუდას აღემატება, რის გამოც ისინი ამ კატეგორიაში აღარ შედის.

ექსპერტების თქმით, საქმე გვაქვს ძალიან ინტენსიურ და უჩვეულო გეოლოგიურ მოვლენასთან, რომელსაც მსოფლიო ყურადღებით აკვირდება.

მიუხედავად იმისა, რომ სანტორინი ვულკანური კუნძულების ქსელის ნაწილია, ბერძენი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მიმდინარე სეისმური აქტივობა არა ვულკანურ, არამედ ტექტონიკურ პროცესებს უკავშირდება.

სანტორინი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბერძნული ტურისტული მიმართულებაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი სტუმრობს. თუმცა ამჟამინდელი პერიოდი ტურისტული სეზონის მიღმაა, ამიტომ კუნძულიდან წამსვლელთა უმეტესობას ადგილობრივი მოსახლეობა და უცხოეთიდან სამუშაოდ ჩასული პირები შეადგენენ.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати