USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
Тбилиси
სეფიეთის ტაძარში კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები დაიწყო
дата:  1594
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კედლის მხატვრობის რესტავრატორების მონაწილეობით აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთში მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები დაიწყო.
ტაძარი V-VI საუკუნეების მიჯნით თარიღდება და მას ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოში ერთ-ერთ უძველეს ეკლესიად მოიხსენიებს.
2024 წლის 31 ივლისს ტაძრის ინტერიერში აიგო ხარაჩო, რომელმაც საშუალება მისცა სპეციალისტებს, კონსერვაციის დაწყებამდე შეესწავლათ კედლის მხატვრობის მდგომარეობა.
საკონსერვაციო სამუშაოების შედეგად გამაგრდება აქერცლილი საღებავის ფენა, ბზარები ამოივსება ავთენტიკური მასალით,
გამოსწორდება ზოგიერთი ქიმი.
ინფორმაციისთვის: 2021 წელს სეფიეთის მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის სახურავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ განაახლა, კერძოდ, დაზიანებული თუნუქის ბურული შეიცვალა სპილენძის გლუვი თუნუქის ფურცლებით.
2023 წელს საქართველოს კულტურის მინისტრი ესტუმრა სეფიეთს და სამნავიანი ბაზილიკის მდგომარეობას გაეცნო. მინისტრმა და სასულიერო პირებმა იმსჯელეს დაზიანებებზე, რომლებიც სახურავის რეაბილიტაციამდე ინტერიერში წყლის ჩასვლამ გამოიწვია. დაიგეგმა 2024 წელს კედლის მხატვრობაზე ჩასატარებელი სამუშაოები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ დაიწყო.
სეფიეთის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია არის სამნავიანი ბაზილიკა ცილინდრული ფორმის შვერილი აფსიდით. ბაზილიკა ნაგებია შერეული წყობით, რომელშიც გამოყენებულია სუფთად გათლილი დიდი ქვები. კედლის მხატვრობამ ფრაგმენტების სახით მოაღწია. გარდა რელიგიური სიუჟეტებისა, გვხვდება ისტორიულ პირთა, ადგილობრივ ფეოდალთა პორტრეტები.
мир
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати