USD 2.6121
EUR 3.0465
RUB 3.1360
თბილისი
სებ - საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 30 სექტემბრის მდგომარეობით 25.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა - მესამე კვარტალში საგარეო ვალი 734.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა
თარიღი:  809

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 25.3 მლრდ აშშ დოლარი (69.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 76.9 პროცენტია. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 734.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

„მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგარეო ვალის სტატისტიკა, სახელმძღვანელო შემდგენელთათვის და მომხმარებლებისათვის“ - 2003, შესაბამისად.

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 25.3 მლრდ აშშ დოლარი (69.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 76.9 პროცენტია. 2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 734.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, საკურსო ცვლილების გამო ვალი 450.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ოპერაციული ცვლილებების გამო 291.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და ფასის ცვლილების გამო 40.0 მლნ აშშ დოლარით. ამასთან, სხვა ცვლილებების გამო ვალი 47.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 11.4 მლრდ აშშ დოლარი (31.1 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 34.6 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 8.8 მლრდ აშშ დოლარი (24.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 26.9 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 862.0 მლნ აშშ დოლარი (2.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.6 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 459.3 მლნ აშშ დოლარი (1.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.4 პროცენტი) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.7 პროცენტი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 7.9 მლრდ აშშ დოლარი (21.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 23.9 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 5.0 მლრდ აშშ დოლარი (13.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 15.2 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 2.7 მლრდ აშშ დოლარი (7.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 8.3 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 88.6 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 12.3 მლრდ აშშ დოლარი (33.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ს 37.3 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 6.7 მლრდ აშშ დოლარია (18.2 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 20.3 პროცენტია.

2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 26.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ძირითადად საკურსო ცვლილების შედეგია. 2024 წლის მესამე კვარტლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 862.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 471.8 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის