USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Tbilisi
საზოგადოებრივი არხის შენობა 24 059 832 დოლარად იყიდება
Date:  763

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება აუქციონზე განახლებული ფასით გამოიტანა. კოსტავას 68-ში მდებარე პირველი არხის შენობა, აუქციონის წესით, 24 059 832 დოლარად (ეკვივალენტი ლარში) იყიდება.

გასაყიდი შენობა ქალაქის ცენტრში (საკადასტრო კოდი: 01.14.14.009.052) მდებარეობს, მიწის ფართობი – 33 209 კვ.მ-ს, შენობა-ნაგებობები – 23 649 კვ.მ-ს შეადგენს, აქვს მაღალი სამშენებლო კოეფიციენტი და მრავალპროფილიანი განვითარების შესაძლებლობა.

კოსტავას 68-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 24 059 832 აშშ დოლარად (ეკვივალენტი ლარში) შეაფასა და ქონება აუქციონზე სწორედ აღნიშნული ფასით იქნა გატანილი.

ქონების რეალიზება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ელექტრონული აუქციონის მეშვეობით ხდება, ინფორმაცია განთავსებულია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე, ბმულზე.

აუქციონში მონაწილეობა დაინტერესებულ მხარეებს მიმდინარე წლის 4 ივნისის ჩათვლით, 18:00 საათამდე შეეძლებათ.

ამასთან, საქართველოს პირველი არხის ახალი შენობის მშენებლობა, რომლის არქიტექტურული პროექტი საზოგადოებამ შეარჩია, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე აქტიურად მიმდინარეობს.

region
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way