USD 2.6638
EUR 3.1012
RUB 3.6306
Тбилиси
სავაჭრო მოლები და ბაზრობები კვლავ დაკეტილი რჩება
дата:  1178

სავაჭრო მოლები და ბაზრობები არიან მომხმარებლების მობილობის ყველაზე დიდი გენერატორები, შესაბამისად რისკები მაღალია და მათი ამუშავება ეკონომიკის გახსნის ამ ეტაპზე ვერ ხერხდება - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა მოლების და ბაზრობების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე სავაჭრო მოლების და ბაზრობების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ობიექტების გახსნასთან დაკავშირებული კორონავირუსის გავრცელების პრევენციული რეგულაციების სამუშაო ვერსია განიხილეს.

რეკომენდაციები მოლების და ბაზრობების სივრცეში კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად და მათი შესრულება სავალდებულოა.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ შრომის ინსპექტორთა ჯგუფი თითოეულ ობიექტს გახსნამდე პრევენციულად შეამოწმებს და საჭიროების შემთხვევაში, დამატებით რეკომენდაციებს გასცემს.

სავაჭრო მოლებში და ბაზრობებზე მომხმარებლების დიდი მობილობაა და მათი გახსნა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება

საქართველოს მთავრობის შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკის ამოქმედების გეგმის მიხედვით სავაჭრო მოლების გახსნა მეოთხე, ხოლო დახურული ტიპის ბაზრების/ბაზრობების გახსნა მეხუთე ეტაპზეა დაგეგმილი.

голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати