USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Tbilisi
სავაჭრო ცენტრები შეზღუდვების 24-ის ნაცვლად, 15 დეკემბრიდან მოხსნას ითხოვენ
Date:  762

თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების — გალერეა თბილისი, თბილისი მოლი, ისთ ფოინთი, თბილისი ცენტრალი, ქარვასლა, სითი მოლი, გლდანი მოლი — წარმომადგენლობა დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრსა და ანტიკრიზისულ საბჭოს სთხოვს, 15 დეკემბრიდან მუშაობის ნება დართონ და ქონების გადასახადი გაუუქმონ.

როგორც სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები აცხადებდნენ, აღნიშნულ სავაჭრო ცენტრებში დაცული იყო ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების წესები და დახურვის არავითარი წინაპირობა არ არსებობდა. ამასთან, სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლების თქმით, მთავრობასთან ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდათ და საუბარი იყო მხოლოდ წერტილოვან შეზღუდვებზე — სამუშაო საათების შემცირებაზე და სამუშაო გრაფიკიდან რამდენიმე დღის ამოგდებაზე — თუმცა 24 საათში ყველაფერი შეიცვალა და სავაჭრო ობიექტები სრული ლოქდაუნის წინაშე აღმოჩნდნენ.

“იყო საჯარო განცხადებები, კერძო კომუნიკაცია, სადაც გვეუბნებოდნენ, რომ ეს არ მოხდებოდა, თუმცა დავდექით მწარე რეალობის წინაშე. ყოველი დღე, რაც ცენტრები დაკეტილია, ამ ექვსი ცენტრისთვის არის დაახლოებით 10 მილიონის ზარალი. ჩვენ მიერ დასაქმებულია 17 000 ადამიანი, რომელიც სამუშაოს გარეშე რჩება. ჩვენ გვესმის ის პრობლემატიკა, რაც არსებობს, თუმცა აუცილებელია, სექტორს ჰქონდეს მუშაობის შესაძლებლობა. ჩვენი შეთავაზებაა, რომ ნაცვლად 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე, 15 დეკემბრიდან მოგვეცეს მუშაობის საშუალება. ეს არის დამატებითი ერთი კვირა, რაც მომგებიანი იქნება ყველასთვის და შეამცირებს წინასაახალწლო შოპინგის წნეხს”, – განაცხადა “თბილისის ცენტრალის” წარმომადგენელმა.

სავაჭრო ცენტრები ამავე პერიოდში, 15 დეკემბრიდან  ითხოვენ გადაადგილების შეზღუდვის მოხსნას, რათა მომხმარებელს საშუალება ჰქონდეს, სავაჭრო ცენტრში მივიდნენ.

გარდა ამისა, სავაჭრო ცენტრები ითხოვენ 2020 წლის ქონების გადასადახის გაუქმებას სავაჭრო ცენტრებისთვის და ამ შემთხვევში, მზადყოფნას გამოთქვამენ დასაქმებულთა მინიმუმ 90% შეინარჩუნონ სამუშაო მომდევნო სამი თვის განმავლობაში.

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლობა ასევე ითხოვს სახელმწიფოს დახმარებას ბანკებთან მოლაპარაკებაში და ეროვნული ბანკის ჩართვას მათი სესხების რესტრუქტურიზაციისთვის.

“თუ ასევე იქნება საშუალება, ვილაპარაკოთ სუბსიდირებაზე, ესეც ძალიან კარგი იქნება”, – აცხადებს თბილისის სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლობა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით სავაჭრო ობიექტების (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ. 24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში შეზღუდვა მოიხსნება, თუმცა 3 იანვრიდან ისევ განახლდება.

region
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way