USD 2.6979
EUR 3.1619
RUB 3.3504
Tbilisi
,,საუკუნის გდება" - შესრულებული მიუნხენის ოლიმპიადაზე ვილფრედ დიტრიხის ( 118კგ) მიერ კრის ტეილორის (201 კგ) წინააღმდეგ
Date:  1728
ვინც არ იცის, დიტრიხი არის გერმანელი თავისუფალი და კლასიკური სტილის მოჭიდავე, 5 ოლიმპიური მედლის მფლობელი.
არსებობს ასეთი ისტორია: დენ გეიბლი და კრის ტეილორი სეირნობდნენ ოლიმპიურ სოფელში და მათ მხარეს მომავალ დიტრიხს შეხვდნენ. მისალმებისთვის ტეილორმა გაუწოდა ხელი, მაგრამ დიტრიხმა კი არ ჩამოართვა, მივიდა და თბილად მოეხვია ტეილორს.
მოგების შემდეგ ინტერვიუს დროს კითხეს დიტრიხს, თუ რატომ იყო დარწმუნებული, რომ შეეძლო ასეთი წარმოუდგენელი გდების გაკეთება, რაზეც მან უპასუხა:
მე ვიცოდი, რომ შემეძლო 200 კგ გადაგდება თავს ზემოდან, მაგრამ არ ვიყავი დარწმუნებული, შემოვწვდებოდი თუ არა მას ხელებით, ამიტომ როცა შევხვდი, უნდოდა ხელი ჩამოერთვა, მაგრამ მე ვამჯობინე მოვხვეოდი და როცა მოვეხვიე და ჩემი ხელები შევკარი ზურგს უკან, მივხვდი რომ შემეძლო და აუცილებლად გავუკეთებდი გდებას.
452622961_8482902131737641_3527838382247498676_n
scale_1200
tbilisi
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება.
მე-12 საჯარო სკოლაში შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. საგანმანათლებლო დაწესებულებაში 1 500 კვ.მ ფართობზე უკვე დაიგო ასფალტის საფარი.
 
მიმდინარე სამუშაო პროცესს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ შალვა მაისურაძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.
 ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგეობა აფინანსებს, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 293 200 ლარია გათვალისწინებული.
See all
Survey
By the way