USD 2.6732
EUR 3.1124
RUB 3.7466
Tbilisi
საუდის არაბეთის მაღალრეიტინგული ტელევიზიის გადამღები ჯგუფი საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობა
Date:  621

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საუდის არაბეთის მაღალრეიტინგული სამაუწყებლო არხის MBC1-ის ჟურნალისტებსა და ოპერატორებს მასპინძლობს. ტელეკომპანიის გადაცემის Sabah El Kheir Ya Arab-ის 8-კაციანი გადამღები ჯგუფი უკვე ეწვია თბილისს, ყაზბეგს, ბორჯომს, ქუთაისს, წყალტუბოს, ბათუმს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, ციხისძირსა და შეკვეთილს. მედიის წარმომადგენლები შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში დაესწრნენ გემო ფესტს, გაეცნენ ქართულ კულინარიას, საქართველოს კულტურასა და ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს.

“საქართველოში 7 დღეა ვმოგზაურობთ, თბილისით დავიწყეთ, აღფრთოვანებული ვარ კუტურული სანახობით. შემდეგ ვეწვიეთ სხვადასხვა რეგიონს, სოფლებს, ვიმყოფებოდით ბორჯომში,  სადაც არაჩვეულებრივი მინერალური წყალი დავაგემოვნეთ. ახლა აჭარის რეგიონში ვიმყოფებით, განვითრებულ ტურისტულ ადგილას. ჩვენ ვეწვიეთ გემო ფესტს გურიაში, სადაც დავაგემოვნეთ საქართველოში  გავრცელებული გემრიელი კერძები.  ჩვენ ფილმების  სერიას ვიღებთ საქართველოს შესახებ რომელიც MBC1-ის ტელეარხით გადაიცემა და ყველაზე პოპილარულია ახლო აღმოსავლეთში. ჩვენ მოუყვებით მაყურებელს საქართველოს შესახებ, ქართული კულტურის, თბილი, ძალიან სტუმართმოყვარე და მუდამ ღიმილიანი ხალხის შესახებ“,-ამბობს  MBC1-ის წარმომადგენელი აბდულ რაჰი.

MBC1-ის წარმომადგენლები ეწვევიან წალკას, დაშბაშის კანიონს, კახეთში - ნაფარეულს, წინანდალსა და ლოპოტას ტბას. ჟურნალისტები საქართველოს შესახებ 3 სატელევიზიო ეპიზოდს ამზადებენ.

society
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way