USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Tbilisi
სასულიერო პირები დღეს დედაქალაქის ქუჩებს აკურთხებენ
Date:  478

ორშაბათს, 2021 წლის 17 მაისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2018 წელს დაწყებული ტრადიციისამებრ, მოხდება დედაქალაქის დალოცვა - ამის შესახებ აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

 საპატრიარქოს თქმით, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, საყოველთაო მსვლელობა და ფართომასშტაბიანი ღონისძიება არ გაიმართება.

 „დედაქალაქის ქუჩების კურთხევას უზრუნველყოფს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“. ამ მიზნით მოძღვრები ორშაბათს, 11:00 საათზე, შეიკრიბებიან ყოვლად წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში და იკურთხება წყალი (მცირე აიაზმა); შემდეგ კი ისინი ხუთი მიმართულებით გაემართებიან, რათა აკურთხოს მოსახლეობა და ქუჩები. ღონისძიების მარშრუტი ასეთია: I მიმართულება – საბურთალო:

 

 

ქუჩების მარშრუტი: კოსტავა, სააკაძის მოედანი, შარტავა, პეკინი, დოლიძე, ბახტრიონი, ძველი იპოდრომი, მაღლივი კორპუსი, ქავთარაძე, ყაზბეგის გამზირი-პავლოვი (ინფექციური საავადმყოფო), ვაჟა-ფშაველას გამზირი, ნუცუბიძის ქუჩა, ჯიქია, ნუცუბიძის პლატოს ყველა მიკრორაიონი, ბუდაპეშტი, ლისი, ვაშლიჯვარი და ავლაბარი. 

II მიმართულება – დიღომი, დიდი დიღომი, გლდანი, მუხიანი, თემქა: 

ქუჩების მარშრუტი: კოსტავა, „ლაგუნა ვერე“, სანაპირო, დიღმის მასივი, ლუბლიანა (კლინიკები), ბელიაშვილი, დიდი დიღომი, მირიან მეფის ქუჩა, არჩილ მეფის ქუჩა, პეტრე იბერის ქუჩა, იოანე პეტრიწის ქუჩა, გიორგი ბრწყინვალის ქუჩა, გლდანის ხიდები, გლდანის ყველა მიკრორაიონი, გლდანის ციხე, მუხიანი, თემქის დასახლება, დევნილების საცხოვრებელი უბანი ზღვაზე, სარაჯიშვილი, გურამიშვილი, დადიანი, საბჭოს მოედანი, ავლაბარი.

III მიმართულება – ორთაჭალა, ისანი, სამგორი:

ქუჩების მარშრუტი: კოსტავა, მტკვრის მარჯვენა სანაპირო - ორთაჭალა, გაბრიელ სალოსის ქუჩა, მოსკოვის გამზირი, ლილო, ვარკეთილი, ჰუალინგის დასახლება, ვაზისუბანი, ქვედა სამგორი, ისანი, ქეთევან წამებულს გამზირი, ავლაბარი. 

IV მიმართულება – მთაწმინდა, სოლოლაკი, ვაკე, ვერა, დიდუბე: 

ქუჩების მარშრუტი: სანაპირო, გმირთა მოედანი, ვარაზის ხევი - ჭავჭავაძე, დელისი, თამარ მეფის ქუჩა. ბაგები, „ვაკის პარკი“, აბაშიძის ქუჩა, „მრგვალი ბაღი“, ფალიაშვილი, მოსაშვილი, ჭავჭავაძის გამზირი, მელიქიშვილი, ბელინსკი, ჭონქაძე, მაყაშვილი, ლესელიძე, „კოლმეურნეობის მოედანი“, მტკვრის მარცხენა სანაპირო, დინამო, წერეთელი, მეტროსადგური დიდუბე, წერეთელი, აგლაძის ქუჩა, ქუთაისის ქუჩა, რკინიგზის სადგური, დავით აღმაშენებლის გამზირი, ვორონცოვი, ავლაბარი. 

V მიმართულება – ჩუღურეთი:

ქუჩების მარშრუტი: სვანეთის უბანი, ლოტკინი, კუკია, ივერთ უბანი (ე.წ. ლეჩკომბინატი)“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ 2014 წელს გამოცხადდა.

region
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way