USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
საშიში მომენტი ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის - ჯორჯ კენტის შეფასებები და დისკუსია საქართველოზე
дата:  205
საქართველოში განვითარებული და მიმდინარე მოვლენების შესახებ, აშშ-ის დედაქალაქში საჯარო დისკუსიები გრძელდება. წარმომადგენლობითი იყო დღეს, „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ ორგანიზებული ონლაინ შეხვედრა. საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის შესახებ წარმართულ დისკუსიაში, აშშ-ის სახელმწიფო მდივივნის მეორე მოადგილე ჯორჯ კენტი, საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, ლიეტვუის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ანალიტიტიკოსები მონაწილეობდნენ, როგორც საქართველოდან, ასევე თავად ვაშინგტონიდან.

სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე მიიჩნევს, რომ საქართველოს მეგობრებისთვის, როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში, ნათელი გახდა, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის „საშიში მომენტი“ იყო.

„ვაშინგტონი სავსეა საქართველოს მეგობრებით. არ ვარ დარწმუნებული, რომ ვინმე საქართველოს წინააღმდეგია. ასე რომ, ვფიქრობ ეს არის ამერიკელი ოფიციალური პირების, კონგრესმენების, ანალიტიკური წრეების რეაქციის მიზეზი, როდესაც ისინი შეშფოთებას გამოხატავენ. ვფიქრობ, გზავნილები ინტენსიური იყო, როგორც საჯარო, ასევე პრივატული. ჩვენ გვყავს ღირსეული ელჩი, კელი დეგნანი, რომელიც მისიის შესრულების პირველივე დღიდან ჩაერთო მოვლენებში, ხელს უწყობდა ფასილიტაციას, ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად. ასე რომ ვფიქრობ, ჩვენი როლი კულისებს მიღმაა, - ვცდილობთ ქართველი პოლიტიკოსები შეთანხმდნენ წინ მიმავალი გზის საერთო წესებზე. ვფიქრობ საქართველოს მეგობრებისთვის ნათელი გახდა, რომ პროცესი, რაც ორი კვირის წინ განვითარებული მოვლენების კულმინაციით დასრულდა, საშიში მომენტი იყო საქართველოს გრძელვადიანი ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის. სწორედ სულისკვეთებით, ჩვენ საჯაროდ და პირადად მოვუწოდეთ დაუბრუნდნენ დიალოგს. და ვფიქრობ, ეს არის გზავნილი მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის, იმის გათვალისინებით, რომ მთავრობას ყოველთვის მეტი პასუხისმგებლობა აკისრია - დაიცვას დემოკრატიული ნორმები, ჩაერთოს პასუხისმგებლიან დიალოგში დაძაბულობის დეესკალაციისთის და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების გასამკლავებლად“ - განაცხადა კენტმა.

ლიეტვუის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმინტას პავილიონისი მიიჩნევს, რომ ახლა საქართველო ერთგვარი ტესტია, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისთვის. პავილიონისი ფიქრობს, რომ ვაშინგტონი ღიად უნდა ჩაერთოს საქართველოში მიმდინარე მოვლენებში. თქვას, რომ „დემოკრატია მნიშვნელოვანია“. ლიეტვუელი კანონმდებელი მიიჩნევს, რომ ამისთვის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თბილისს ოფიციალური ვიზიტით უნდა ეწვიოს და ეს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში უნდა მოხდეს.

„გაიხსენეთ ბუქარესტის ნატოს სამიტი - ჩვენ შეცდომა დავუშვით. ჩვენ მოვუსმინეთ პუტინს, ზოგიერთ ჩვენს ევროპელს მეგობარს, ვინც დაბლოკა მაპის მიცემა საქართველოსა და უკრაინისთვის. ახლა ჩვენ ყველანი ამის ფასს ვიხდით. მე ყურადღებით ვუსმენდი სახელმწიფო მდივან ბლინკენს, როდესაც ის სენატის საგარეო კომიტეტის მოსემანზე, იცავდა საქართველოსთვის ნატოში წევრობის იდეას. ასე რომ, თუ 12, 13 წლის შემდეგ ვსწავლობთ ჩვენს შეეცდომებზე, მოდით გამოვასწოროთ ისინი.

ვიბრძოლოთ ნატოსა და ევროკავშირის წევრობისთვის. და მეორე გაკვეთილი რაც უნდა ვისწავლოთ ისაა - ვიყოთ უფრო მკაცრები დემოკრატიის კუთხით. ახალმა ადმინისტრაციამ შთააგონა მთელ რეგიონს, რომ დემოკრატია დაბრუნდა საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში. საქართველო არის ლაკმუსის ქაღალდი თქვენი პოლიტიკისთვის. დროა დიდმა ვაშინგტონმა თქვას - დემოკრატია მნიშვნელოვანია, მოდით ვიყოთ მკაცრი ჩვენი მეგობრების მიმართ, ვინც ახლა მთავრობაშია. ახლა ჯერი სახელმწიფო მდივან ბლინკენზეა, რაც შეიძლება მალე თბილისში გაემგზავროს. ორ კვირაში არის შეხვედრა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ- მინისტრთან და ეს მანამდე უნდა მოხდეს“ - განაცხადა პავილიონისმა.

ჯორჯ კენტი მიიჩნევს, რომ უახლოს ორ კვირაში, სახელმწიფო მდივინის თბილისში ოფიციალური ვიზიტის მოლოდინი არარეალურია. ის აცხადებს, რომ ამერიკასა და ევროკავშირს, კვლავ აქვს უამრავი შესაძლებლობა, საქართველოში მიმდინარე მოვლენებში პოზიტიური როლი შეასრულოს - საქართველოში წარმოდგენილი დიპლომატებისა და ელჩების საშუალებით.

„ვფიქრობ უამრავი შესაძლებლობა არსებობს ამერიკისთვის, გააგრძელოს ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ერთად მუშაობა. ვფიქრობ მაშინ, როცა ახალი ადმინისტრაციის დროს, ამერიკის გარეთ არც ერთი ოფიციალური ვიზიტი არ განხორციელებულა, არარეალურია მოლოდინი, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, სწრაფი ვიზიტი შედგეს - ვაშინგტონიდან თბილისში. მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ - ამერიკასა და ევროკავშირს, შეგვიძლია ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ადგილზე. ჩვენ იქ გვყავს ელჩები, რომლებიც მხარეებს შორის დიალოგის გამარტივებას უწყობენ ხელს“ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ.

დისკუსიაში მონაწილე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის მიერ „თითქმის ხელოვნურადაა“ შექმნილი.

“ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ჩვენ შთამბეჭდავი პროგრესი გვქონდა, განსაკუთრებით დემოკრატიზაციის მხრივ. ახლა საქართველო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, როგორიცაა პანდემია. ასევე თითქმის ხელოვნურად წარმოქმნილი პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც რეალურად ოპოზიცია უძღვება. მიუხედავადყ ამ გამოწვევებისა, მიუხედავად პანდემიისა, აღსანიშნავია ამ გამოწვევების მიმართ საქართველოს გამძლეობა. საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში, კვლავ მაღალ პოზიციებზე რჩება ინვესტიციების ჩადების კუთხით. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ოპოზიციამ მთავრობის წინააღმდეგ საბოტაჟი დაიწყო და განაგრძობს პროვოკაციებს. ოპოზიციამ უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე, მიუხედავად იმისა, რომ „ენდიაის“ გამოკითხვების თანახმად, მოსახლეობის 70 პროცენტი მხარს უჭერს ოპოზიციის პარლამენტში შესვლას“ - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.

ხელაშვილის თქმით, რუსეთის მიერ მიმდინარე ოკუპაციის პირობებში, მიმდინარე მოვლენები რუსეთისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ეს იყო ერთადერთი საკითხი, რაზეც საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთ აზრზე იყვნენ. სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ შექმნილი ვითარებით სარგებელს მხოლოდ რუსეთის ფედერაცია იღებს, პოლიტიკური კრიზისი კი გაცილებით ადრე დაიწყო, როცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი სერგეი გავრილოვმა დაიკავა.

დისკუსიაში მონაწილე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის მიერ „თითქმის ხელოვნურადაა“ შექმნილი.

“ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ჩვენ შთამბეჭდავი პროგრესი გვქონდა, განსაკუთრებით დემოკრატიზაციის მხრივ. ახლა საქართველო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, როგორიცაა პანდემია. ასევე თითქმის ხელოვნურად წარმოქმნილი პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც რეალურად ოპოზიცია უძღვება. მიუხედავადყ ამ გამოწვევებისა, მიუხედავად პანდემიისა, აღსანიშნავია ამ გამოწვევების მიმართ საქართველოს გამძლეობა. საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში, კვლავ მაღალ პოზიციებზე რჩება ინვესტიციების ჩადების კუთხით. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ოპოზიციამ მთავრობის წინააღმდეგ საბოტაჟი დაიწყო და განაგრძობს პროვოკაციებს. ოპოზიციამ უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე, მიუხედავად იმისა, რომ „ენდიაის“ გამოკითხვების თანახმად, მოსახლეობის 70 პროცენტი მხარს უჭერს ოპოზიციის პარლამენტში შესვლას“ - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.

ხელაშვილის თქმით, რუსეთის მიერ მიმდინარე ოკუპაციის პირობებში, მიმდინარე მოვლენები რუსეთისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ეს იყო ერთადერთი საკითხი, რაზეც საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთ აზრზე იყვნენ. სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ შექმნილი ვითარებით სარგებელს მხოლოდ რუსეთის ფედერაცია იღებს, პოლიტიკური კრიზისი კი გაცილებით ადრე დაიწყო, როცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი სერგეი გავრილოვმა დაიკავა.

წყარო:amerikiskhma.com

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати