USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
სასამართლომ პროკურატურას "ტვ პირველიდან" სკანდალური ჩანაწერების შესახებ, მასალების ამოღების უფლება მისცა
Date:  401

სასამართლომ პროკურატურას ტვ პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა, თუმცა, მოსამართლე ლაშა კლდიაშვილის განჩინების მიხედვით ირკვევა, რომ საგამოძიებო უწყებამ არა კონკრეტულად ჩანაწერები მოითხოვა, არამედ კონვერტი და ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც ანონიმურმა წყარომ თითქოს ჟურნალისტებს მიაწოდა. არა და სწორედ ჩანაწერებია საქმეში ის მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომელშიც სავარაუდო დანაშაულის ნიშნები იკვეთება.

გამოდის, რომ პროკურატურა არა დანაშაულის გამოძიებას, არამედ ანონიმური წყაროს ვინაობის დადგენას ცდილობს, რომელმაც მასალა ტვ პირველს მიაწოდა.
თავის მხრივ, ჟურნალისტები არ აპირებენ ანონიმური წყაროს ვინაობა გათქვან, რადგან ეს მათი კანონით მინიჭებული უფლებაა.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way