USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Тбилиси
სარკოზი: პუტინი დამნაშავე იყო საქართველოში და ის დამნაშავეა დღეს უკრაინაში
дата:  477

მე ვიცი, რომ ვლადიმირ პუტინი დამნაშავე იყო იმაში, რაც საქართველოში 2008 წელს მოხდა და ის დამნაშავეა იმაში, რაც დღეს უკრაინაში ხდება, - განაცხადა საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ.

„პუტინი დამნაშავეა, მან სერიოზული დანაშაული ჩაიდინა. მესმის, რომ ამბობენ: „პუტინი ჰიტლერია“, მაგრამ თუ პუტინი ჰიტლერია, მაშინ მოსკოვში უნდა მოიძიონ ის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ უნდა ვისაუბროთ", - აღნიშნა ნიკოლა სარკოზიმ.

16 აგვისტოს, საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ დიპლომატია, დისკუსიები და მოლაპარაკებები ერთადერთი გზაა უკრაინაში ომის საკითხის გადასაჭრელად. სარკოზიმ ასევე უარყო უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა და აღნიშნა, რომ "ჩვენ ცრუ დაპირებებს ვყიდით, რომელიც არ შესრულდება".

 

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати