USD 2.6797
EUR 2.8684
RUB 2.9172
Тбилиси
სარეკლამო კომპანია "დომბას" დამფუძნებელი, დავით მაჭავარიანი - მოკრძალებული ეკონომიკური ვარაუდი დაპაუზებული მსოფლიოს ხელმეორედ მოქოქვამდე
дата:  2092

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „თბილისი პოსტი,“ პროექტ  „მსოფლიო კორონავირუსის შემდეგ“ ფარგლებში (https://tbilisipost.ge/), აგრძელებს  სტატიების, ინტერვიუების და მოსაზრებების გამოქვეყნებას, სადაც თავმოყრილი იქნება პოსტკორონასეულ ეპოქაში მსოფლიოს ახალი გეოპოლიტიკური მოწყობის, ეკონომიკის განვითარების, ახალი სოციალური ურთიერთობების, გარემოს დაცვის და სხვა საზოგადოებისთვის საინტერესო თემების ირგვლივ საჯარო პირების, პოლიტოლოგების, ჟურნალისტების, მეცნიერების, ექსპერტების, პოლიტიკოსების, ფუტუროლოგების და უბრალოდ დაინტერესებული ადამიანების ხედვები, პროგნოზები და შეხედულებები.

 გთავაზობთ სარეკლამო კომპანია „დომბას“ დამფუძნებლის და მეპატრონის დავით მაჭავარიანის მოსაზრებას თემაზე თუ როგორი იქნება მსოფლიო ხვალ, რომელიც მან საკუთარ ფეისბუკ-გვრდზე გამოაქვეყნა.

“ჩემი მოკრძალებული ეკონომიკური ვარაუდი დაპაუზებული მსოფლიოს ხელმეორედ მოქოქვამდე.

მოქოქვის წერტილი კორონამდელ კოორდინატს რასაკვირველია, დაუბრუნდება, ოღონდ აბსოლუტურად სხვა შემადგენლებით და გაცილებით მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე მსოფლიო ეკონომიკის მამები წინსაწარმეტყველებენ. ჩემი აზრით ამისათვის 3-5 წელიც შეიძლება არ იყოს საკმარისი. ქვემოთ რასაც მოგახსენებთ, ისევ განვმეორდები, მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია.

მოკლედ, პოსტკორონულ პერიოდში მსოფლიო ინდუსტრიების დღევანდელი მიმართულებები მკვეთრად შემცირდება, ზოგი კი, დღემდე აქტუალური, საერთოდ გაქრება, როგორც მოუთხოვნადი და არაკონკურენტუნარიანი. ამის ცოცხალი მაგალითები უკვე გვაქვს სახეზე. რა თქმა უნდა, მათი მენეჯმენტი ყველანაირად შეეცდება მაქსიმალურად შეინარჩუნონ ძველი და პარალელურად ახალზე იფიქრონ. მაგალითად ენერგიის ერთერთი მთავარი წყარო ნავთობი. მასზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირებულია და კიდევ უფრო შემცირდება. ეს თავისთავად გამოიწვევს ამ სფეროსთან მიბმული უამრავი ბიზნესის კოლაფსს მთელ მსოფლიოში, მასშტაბები უზარმაზარი იქნება. ერთერთი მიბმული სფერო ნავთობგადამუშავების, ტრანსპორტირებისა და მოპოვების ინდუსტრია, რის გამოც შეიცვლება მეტალურგიის, სარკინიგზო და საზღვაო გადაზიდვების, მილგამტარების, ქიმიური მრეწველობის და ბევრი სხვათა მაჩვენებლები. ყველაფერ ამას ჯაჭვური რეაქცია მოყვება. შეიცვლება საავტომობილო მრეწველობის და მასთან გადაჯაჭვული საქმიანობების ნიშნულებიც.

როდესაც მსოფლიოში ამდენი უმუშევარი და საჭმელზე მოფიქრალი ადამიანია, იქ ავტომობილისთვის არავის ეცხელება! ისევე, როგორც არ ეცხელებათ მოდური ტანსაცმლისთვის თუ ძვირფასი სუნამოებისთვის, კონცერტებისა თუ სპორტული სანახაობებისათვის (ლენი ჩამოვიდა კრავიცი? და ოლიმპიადა ტოკიოში?), ვენეციებისა და ფლორენციებისათვის, ძვირფასი რესტორნებისა და ღამის კლუბებისათვის და ეხლა ამ ყველაფერს წარმოდგენაში მიაბით ყველა ის საქმიანობა, რაც ამათთან პირდაპირ თუ ირიბად კავშირშია.

ჩემი ვარაუდით ასევე შემცირდება ლეგალური სამხედრო-თავდაცვის მრეწველობის მაჩვენებლებიც, თუმცა გაიზრდება შავი ბაზარი, ბევრი უხეშად რომ ვთქვა, ლუკმა-პურის მოპოვებას იარაღის ძალით დაიწყებს. ეს ძალიან მოკლედ. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე და ძალიან შავად მეჩვენებოდეს ყველაფერი. ის რაც ზემოთ ჩამოვთვალე, რასაკვირველია რაღაც დონემდე დარჩება, ანუ ძვირფასი ვილები და იახტები, პრადები და ლუი ვიტონები, მაიბახები და ფერარები, სეიშელები და კანარები და ა.შ., ოღონდ გაცილებით ნაკლები მომხმარებელი ეყოლება, ვიდრე დღეს.

რაში ვხედავ პირადად მე გამოსავალს?! უპირველესად ყოვლისა მთავარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების უზრუნველყოფაში. ადამიანს, ისევე როგორც ყველა ცოცხალ არსებას სჭირდება საკვებ-სასმელი, საცხოვრებელი პირობები, პირადი ჰიგიენა, ჯანმრთელობის დაცვა და მისი ამ ყველა პირობის დაცვა გარე თუ შიდა შეტევებისგან! თუ ჩავთვლით, რომ საცხოვრებელი პირობები, დაცვა და ჯანდაცვა, ყოველ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანაში მოქალაქეების დიდ ნაწილს დღეისთვის მეტ-ნაკლებად გარანტირებულად გვაქვს, ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჩვენივე გამოკვება, ჰიგიენისა და ჯანდაცვის ელემენტარულად საკუთარი თავის უზრუნველყოფა.

ხელისუფლების განცხადებები საკვები მარაგების თაობაზე უბრალოდ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს! საკვები პროდუქტისა და ნედლეულის 70-80%-იანი უარყოფითი ბალანსის პირობებში! როდესაც იმპორტირებული კარტოფილი, ხილ-ბოსტნეული, ბრინჯი, წიწიბურა, ფრინველი, ხორცი ყველანაირი, თევზი, ნიორი, ლობიო და წიწაკაც კი გაცილებით მეტია ქვეყანაში წარმოებულზე, სრული კატასტროფაა! ფქვილზე, შაქარზე, მარილზე, ზეთზე, და ამათთან მიბმულ მაკარონსა და ვერმიშელზე არაფერს ვიტყვი! ცალკე თემაა შამპუნი, საპონი, სალფეთქ-ტუალეტის ქაღალდი და ა.შ. უკვე ბევრმა სახელმწიფომ უარი თქვა ამ პროდუქტების თუ ნედლეულის ექსპორტზე! რაც მეტი დრო გავა, მით უფრო გაჭირდება შოვნა, ან უკვე ახალი საბაზრო ფასები ექნებათ დაწესებული! რაც კარგად გაყიდვადია, ძვირად ფასობს! და ამას ვერ აუვალთ მხოლოდ სხვისი დაბეჭდილი ქაღალდებით, თუნდაც მწვანეებით, რომელიც წლების შემდეგ ისევ ჩვენი გასასტუმრებელი იქნება!

საქართველოს მთავრობა! მიხედეთ ამ საკითხს! დღესვე იზრუნეთ იმაზე, რომ მაგ ქაღალდებით ანკესები შეიძინოთ, და დაურიგოთ იმათ, ვისაც თევზაობა უნდა და თანაც გაეგება ეს საქმე! თევზით ისენი მოამარაგებენ ქვეყანას და ცოტას თუ აცლით, ანკესის გამოყენებას კიდევ უფრო მეტს მოანდომებენ და ასწავლიან კიდეც!

ბოდიშს გიხდით ამ უზარმაზარი ტექსტისთვის და დიდი მადლობა ყურადღებისთვის!

პატივისცემით დავით მაჭავარიანი”

 წყარო:https://www.facebook.com/

спорт
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати