USD 2.6978
EUR 3.1726
RUB 3.3979
თბილისი
სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი შეფასება გამოაქვეყნა
თარიღი:  

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი შეფასება გამოაქვეყნა. Fitch-მა რეიტინგი უცვლელად BB დონეზე შეინარჩუნა, ასევე უცვლელია ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი და ის კვლავ "პოზიტიურია". ამასთან ორგანიზაცია 2023 წლის განმავლობაში ქვეყანაში 6.9%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, რაც იანვარში გამოქვეყნებულ პროგნოზთან - 4.5%-თან შედარებით 3.4 პროცენტული პუნქტით მეტია.

Fitch-ი აღნიშნავს, რომ ტურიზმის შემოსავლების, ასევე მიგრანტების დანახარჯებისა და გზავნილების მატების გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო შემოსავლები “დაიბუსტა”, რასაც პირველი კვარტლის განმავლობაში გამყარების მნიშვნელოვანი ტენდენცია ჰქონდა, და რამაც 13% შეადგინა. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, საქართველოს მიმდინარე ანგარიშის ბალანსის დეფიციტი 2023 წლის პირველ კვარტალში 3.2 პროცენტამდე შემცირდა.

“2022 წელს მთლიანმა მიგრაციამ რუსეთის ფედერაციიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან 100,000-ს მიაღწია, 2023 წელს კი ამ მხრივ მცირედი კლება შეინიშნება”, - ნათქვამია Fitch-ის მიმოხილვაში. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ უცნობია მირაციის ეფექტი რამდენ ხანს გასტანს, თუმცა მოსალოდნელია, რომ რუსეთიდან კაპიტალის შემოდინება მნიშვნელოვნად არ შემცირდება.

Fitch-ი ყურადღებას ამახვილებს ქვეყანაში მმართველობის ხარისხზე, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველო ამჟამად EU-სგან კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელოდება, რისთვისაც 12 პრიორიტეტის შესრულება არის საჭირო. ორგანიზაციის თანახმად, საქართველოს მთავრობის პოზიციამ რუსეთთან ურთიერთობების მიმართულებით, დასავლეთთან ურთიერთობების დაძაბვა გამოიწვია.

ინფლაციის მიმართულებით, Fitch-ი აღნიშნავს, რომ ლარის გამყარების, ასევე სატრანსპორტო დანახარჯების შემცირების გათვალისწინებით, ინფლაცია ივნისში მკვეთრად 0.6%-მდე დაეცა. ამასთანავე, მცირდება რეფინანსირების განაკვეთიც, რაც მაისში 0.5 პროცენტული პუნქტით 10.5%-მდე შემცირდა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, Fitch-ი წლის ბოლომდე ვარაუდობს, რომ ინფლაცია 0.5%-ის მიდამოში იქნება, ხოლო 2024-2025 წლებში 3%-3.5%-ის დონეზე შენარჩუნდება.

თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის