USD 2.7010
EUR 3.1496
RUB 3.4885
Tbilisi
სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე შეუნარჩუნა
Date:  817

პანდემიისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, სარეიტინგო კომპანია „ფიტჩის“ შემდეგ, კიდევ ერთმა სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ, „BB“ დონეზე დატოვა. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პერსპექტივის გაუარესების მიუხედავად, (რომელიც უპირატესად ტურიზმის გლობალური აღდგენის შესახებ სააგენტოს შეფასებას უკავშირდება) რეიტინგის შენარჩუნება ჩვენი მნიშვნელოვანი მიღწევაა. მთავრობა კვლავაც ინარჩუნებს მიზანს – საქართველომ 2024 წლამდე მიიღოს საინვესტიციო რეიტინგი, რომლის მიღწევამდე ორი საფეხური დარჩა.

როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რეიტინგის შენარჩუნება ადასტურებს, რომ მთავრობის მიერ გატარებული გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, საფრთხე არ ემუქრება ქვეყნის ფისკალურ სტაბილურობას.

„აღსანიშნავია, რომ მიუხედავად წლის დასაწყისში არსებული ეკონომიკური ზრდის ორნიშნა ნიშნულამდე შემცირებისა, ეკონომიკის აღდგენის პერსპექტივა როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ისე სარეიტინგო სააგენტოების მხრიდან არის დადებითი. კონკრეტულად სააგენტო S&P Global-ის მოლოდინით, 2021 წელს, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.0 პროცენტი იქნება, რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია რეგიონში.

განსაკუთრებით აღსანიშნავია სააგენტოს შეფასება, რომ საქართველო ნაკლებად მოწყვლადია ინვესტორების განწყობის ცვლილებების მიმართ BB კატეგორიის ქვეყნებთან შედარებით. ეს კი პოსტპანდემიურ პერიოდში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სწრაფი აღდგენის პერსპექტივას ქმნის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცნობითვე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს გააჩნია გამორჩეული ინსტიტუციონალური გარემო. ამასთან, პოზიტიურად არის შეფასებული ის ფაქტი, რომ ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ქვეყანამ დროულად მიიღო დაფინანსება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან. ამასთან აღნიშნულია, რომ საგარეო დაფინანსების მოპოვებამ, დადებითი წვლილი შეიტანა მთავრობის ვალის სტრუქტურაში, მისი საშეღავათო ხასიათიდან, მაღალი ვადიანობისა და დაბალი რისკიდან გამომდინარე.

World
რომის პაპი დონალდ ტრამპს მოუწოდებს, ნიკოლას მადუროს გადაყენების მიზნით ვენესუელაში სამხედრო ძალა არ გამოიყენოს

რომის პაპი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს, ნიკოლას მადუროს გადაყენების მიზნით ვენესუელაში სამხედრო ძალა არ გამოიყენოს.

რომის პაპის ლეო XIV-ს განცხადებით, თუ აშშ-ს ვენესუელაში ხელისუფლების ცვლილება სურს, მაშინ „დიალოგის ან ეკონომიკური ზეწოლის“ გამოყენება უმჯობესი იქნება.

„დიალოგის, ან შესაძლოა ზეწოლის, მათ შორის ეკონომიკური ზეწოლის გამოყენების გზების მოძებნა უმჯობესია“, - განაცხადა რომის პაპმა.

ასევე, მისი თქმით, ვენესუელასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გზავნილები ხშირად გაურკვეველია.

„ერთი მხრივ, როგორც ჩანს, პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი იყო. მეორე მხრივ, არსებობს იმის საფრთხე, რომ სამხედრო ოპერაცია იქნება. აშშ-დან გზავნილები ხშირად იცვლება“, - აღნიშნა რომის პაპმა.

See all
Survey
By the way