თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე არსებული 2,5 კილომეტრიანი შუა ზოლის, გამწვანებული კუნძულების და სარაჯიშვილის სკვერის, ასევე ლიბანის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„არაერთხელ მითქვამს თუ რამდენად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ქალაქის ეკოლოგიაზე ზრუნვა, გამწვანება და პარკებისა და სკვერების განახლება-რეაბილიტაცია. ამასთან დაკავშირებით, მინდა მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე არსებული 2,5 კილომეტრიანი შუა ზოლის, გამწვანებული კუნძულების და სარაჯიშვილის სკვერის, ასევე ლიბანის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა.
როგორც მოგეხსენებათ, სარაჯიშვილის გამზირზე არსებულ შუა ზოლში, რომლის ფართობიც 25 000 კვადრატული მეტრს შეადგენს, გადიოდა ტრამვაის ხაზი. ტერიტორია სრულად იყო გასაახლებელი. პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ზოლში მოეწყო საველოსიპედე და საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები, დამცავი ღობე, გარეგანათების და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები; განთავსდა საპარკე ავეჯი; ჩატარდა გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება: დაირგო 5 104 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი და 15 668 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა და დაიგო ბალახი. გარდა ამისა, აღნიშნული შუა ზოლისა და ლიბანის ქუჩის მიმდებარედ მოეწყო ახალი გზაგამყოფი გამწვანებული კუნძულები, სადაც დაირგო 174 ძირი ნერგი და 1 983 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა ბალახი.
სარაჯიშვილის სკვერში, რომლის ფართობიც 6 000 კვადრატული მეტრია, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები და განთავსდა საპარკე ავეჯი. აქაც, რასაკვირველია დაირგო 584 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი და 3 804 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა ბალახი.
ლიბანის სკვერში, რომლის ფართობიც 21 000 კვადრატულ მეტრია, განახლდა საფეხმავლო ბილიკები, დამატებით მოეწყო ველობილიკი, გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, სასმელი წყლის სოკო, მოსასვენებელი პავილიონი, საბავშვო და სპორტული მოედნები, სკეიტ პარკი, ასევე განთავსდა საპარკე ინვენტარი, დაირგო 1 600 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი, ხოლო 15 121 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა და დაიგო ბალახი.
აღსანიშნავია, რომ სკეიტ პარკის მოწყობაში ჩაერთნენ ახალგაზრდები.
რომ შევაჯამოთ, ზემოთ ჩამოთვლილი პროექტების ფარგლებში, 52 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, 7 462 ძირი ნერგი დაირგო, ხოლი 36 576 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა და დაიგო ბალახის საფარი“, - აცხადებს კალაძე.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.
„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.
„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.