USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში მომსახურების ექსპორტმა 2 546.8 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა - 1 822.8 მლნ დოლარი შეადგინა
Date:  520

წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში მომსახურების ექსპორტმა 2 546.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წელთან შედარებით 61.2 პროცენტით მეტია, ხოლო იმპორტი - 1 822.8 მლნ. აშშ დოლარია და შესაბამისად, წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 25.2 პროცენტით აღემატება. ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„საქსტატის“ ცნობით, 2021 წელს დადებითმა სავაჭრო ბალანსმა 724.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის სავაჭრო ბალანსზე თითქმის 6-ჯერ მეტია.

„2021 წელს მომსახურების ექსპორტში პირველი ადგილი მოგზაურობამ დაიკავა 1 244.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მომსახურების მთლიანი ექსპორტის 48.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სატრანსპორტო მომსახურება 822.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 32.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სატელეკომუნიკაციო, კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურება 215.9 მლნ. აშშ დოლარით (შესაბამისად 8.5 პროცენტი).

2021 წლის მომსახურების იმპორტში უმსხვილესი მომსახურება წარმოდგენილია სატრანსპორტო მომსახურების სახით, რომლის იმპორტმა 1 086.4 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 59.6 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს მოგზაურობა იკავებს 184.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 10.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სადაზღვევო მომსახურება 119.3 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.5 პროცენტი).

2021 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანი მომსახურების ექსპორტში 61.4 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნებია: თურქეთი (365.5 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (242.1 მლნ. აშშ დოლარი) და უკრაინა (206.7 მლნ. აშშ დოლარი).

2021 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანი მომსახურების იმპორტში 53.6 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნებია: ჩინეთი (344.7 მლნ. აშშ დოლარი), ირანი (121.5 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (102.3 მლნ. აშშ დოლარი),“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way