USD 2.6285
EUR 2.9931
RUB 3.3635
Tbilisi
„საქსტატის“ ინფორმაციით, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12 105.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18%-ით მეტია
Date:  930

„საქსტატი“ 2023 წლის იანვარ-ივლისში (წინასწარი) საქართველოში საქონლით საგარეო ვაჭრობის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს.

„საქსტატის“ ინფორმაციით, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12 105.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18%-ით მეტია. აღნიშნული მონაცემებიდან ექსპორტი 3 583.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც 15.9%-ით მეტია წინა წელთან შედარებით, იმპორტი კი 8 522.1 მლნ. აშშ დოლარს, რაც ასევე 19%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

უმსხვილეს საექსპორტო საქონელს წარმოადგენს: მსუბუქი ავტომობილები - 1 177.8 მლნ. აშშ დოლარი; სპილენძის მადნები - 380.6 მლნ. აშშ დოლარი, ღვინოები - 150.3 მლნ. აშშ დოლარი, ფეროშენადნობები - 111.2 მლნ. აშშ დოლარი და აზოტოვანი სასუქები - 106.8 მლნ. აშშ დოლარი.

2023 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.8% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: სომხეთი (495.0 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (485.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (416.2 მლნ. აშშ დოლარი).

World
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება.

„ამ მომენტიდან ყოველ ჯერზე, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა რაკეტით, დრონით ან სხვა იარაღით ჰორმუზის სრუტეში გემს დაარტყამს, ამერიკის შეერთებული შტატები დაბომბავს და გაანადგურებს ერთ ხიდს ან ელექტროსადგურს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ტრამპის თქმით, აშშ ირანის დედაქალაქ თეირანში და მის სიახლოვეს მდებარე ხიდებსა და ელექტროსადგურებსაც დაარტყამს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way