USD 2.7010
EUR 3.1496
RUB 3.4885
თბილისი
საქსტატი: 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში შიდა ტურიზმი წლიურად 6 %-ით გაიზარდა
თარიღი:  454

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 367.2 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 699.3 ათასი ერთეული შეადგინა.

საქსტატის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა გაიზარდა 6.0 პროცენტით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 6.2 პროცენტით გადააჭარბა წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

უწყების ინფორმაციით, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 722.9 ათასით განისაზღვრა, რაც 7.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საანგარიშო პერიოდში ვიზიტორების 36.2 პროცენტი 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა. ქალების რაოდენობა ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 56.3 პროცენტს შეადგენდა.

ამასთან, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 39.2 პროცენტი თბილისის მცხოვრებელია, 16.0 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 8.6 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები შედარებით დაბალი წილებით არის წარმოდგენილი. 2024 წლის მეორე კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა – 52.4 პროცენტი განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით. ხოლო საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისში (საშუალოდ 379.4 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 373.9 ათასი ვიზიტი თვეში).

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 264.2 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 13.2 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაიზარდა 6.6 პროცენტით და 155.5 ლარს გაუტოლდა.

მსოფლიო
რომის პაპი დონალდ ტრამპს მოუწოდებს, ნიკოლას მადუროს გადაყენების მიზნით ვენესუელაში სამხედრო ძალა არ გამოიყენოს

რომის პაპი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს, ნიკოლას მადუროს გადაყენების მიზნით ვენესუელაში სამხედრო ძალა არ გამოიყენოს.

რომის პაპის ლეო XIV-ს განცხადებით, თუ აშშ-ს ვენესუელაში ხელისუფლების ცვლილება სურს, მაშინ „დიალოგის ან ეკონომიკური ზეწოლის“ გამოყენება უმჯობესი იქნება.

„დიალოგის, ან შესაძლოა ზეწოლის, მათ შორის ეკონომიკური ზეწოლის გამოყენების გზების მოძებნა უმჯობესია“, - განაცხადა რომის პაპმა.

ასევე, მისი თქმით, ვენესუელასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გზავნილები ხშირად გაურკვეველია.

„ერთი მხრივ, როგორც ჩანს, პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი იყო. მეორე მხრივ, არსებობს იმის საფრთხე, რომ სამხედრო ოპერაცია იქნება. აშშ-დან გზავნილები ხშირად იცვლება“, - აღნიშნა რომის პაპმა.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის