USD 2.7321
EUR 3.1564
RUB 3.4510
თბილისი
„საქსტატი“ – 2024 წლის 6 თვეში საქართველოს ეკონომიკა 9%-ით გაიზარდა.რომელი დარგები გაიზარდა/შემცირდა?
თარიღი:  942

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, 2024 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 9.0 პროცენტით განისაზღვრა.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2024 წლის ივნისში, ეკონომიკის ზრდაში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვანი წვლილი საფინანსო და სადაზღვევო სექტორმა, სამშენებლო და საინფორმაციო - საკომუნიკაციო სექტორმა, ასევე ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორმა შეიტანეს, კლების ტენდენცია კი დამმუშავებელი მრეწველობის სექტორში დაფიქსირდა.

ამასთან, 2024 წლის ივნისში საქონლის ექსპორტი გაზრდილია 6%-ით, ხოლო იმპორტის მოცულობა 10%-ით შემცირდა. ივნისში ქვეყანაში დაახლოებით 5 500-მდე ახალი საწარმო დარეგისტრირდა, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის რიცხვებს 18%-ით ჩამორჩება. კლება ძირითადად განაპირობა უცხოელი ინდმეწარმე რეგისტრაციის მაჩვენებლის შემცირებამ. ქვეყნების მიხედვით თუ განვიხილავთ კლება ძირითადად რუსეთზე მოდის. 11%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებულ დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 13 მილიარდ 470 მლნ ლარი შეადგინა.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, რამ განაპირობა ივნისში ეკონომიკის 7.5%-იანი ზრდა დარგობრივ ჭრილში:

"საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სფეროში ზრდა ძირითადად განპირობებული იყო კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლის ზრდით;

მშენებლობის სექტორში ზრდა განაპირობა როგორც საცხოვრებელი, ასევე არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობამ, ასევე გაზრდილია სპეციალიზებული სამშენებლო საქმიანობის მაჩვენებლები. აქვე მოვიშველიებ საგარეო ვაჭრობის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაახლოებით 30%-ით არის გაზრდილი ცემენტის და კლინკერის იმპორტის მაჩვენებელი.

ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო კომპიუტერული პროგრამების შემუშავებასთან, ასევე აღნიშნულ სექტორში საკონსულტაციო საქმიანობის მოცულობის გაფართოებასთან;

ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყოს საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან, თუმცა გაზრდილი სახმელეთო ტრანსპორტის მაჩვენებელი, ძირითადად სატრანსპორტო დამუშავების და დასაწყობების მიმართულებით;

კლების ტენდენცია გამოვლინდა დამმუშავებელი მრეწველობის სექტორში, ეს ძირითადად დაკავშირებული იყო მეტალურგიულ მრეწველობასთან - გარკვეულწილად შემცირებულია თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების მაჩვენებელი. თუმცა აღსანიშნავია, რომ ივნისში ფეროსილიკონმანგანუმი ექსპორტის მონაცემებით დაახლოებით 70%-ით არის გაზრდილი. ასევე წარმოების შემცირების ტენდენცია შეინიშნებოდა ტანსაცმლის მრეწველობაში", - განმარტა თოდრაძემ.

მსოფლიო
თეირანი აცხადებს, რომ გემებს შეუძლიათ ჰორმუზის სრუტის გამოყენება, თუ ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ რამდენიმე გემს კვლავ შეუძლია ჰორმუზის სრუტის გავლა, იმ პირობით, რომ ისინი ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ.

კერძოდ, ირანული საინფორმაციო სააგენტო „მეჰრის“ მიერ გავრცელებულ კომენტარში ისმაილ ბაგაიმ აღნიშნა, რომ

ზოგიერთ გემს კვლავ შეუძლია მისი გამოყენება, თუ ირანის სამხედროებს მათი განზრახვების შესახებ ეცოდინებათ.

„მიმდინარე მოვლენების შემდეგ, ზოგადად, ჩვენ არ შეგვიძლია 28 თებერვლამდე არსებულ მდგომარეობას დავუბრუნდეთ... რადგან ჩვენ მივხვდით, რამდენად მნიშვნელოვანია ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება და ასევე გაიგეს სხვებმაც“, - აღნიშნა მან.

როგორც დასავლური მედია წერს, ირანმა ადრე განაცხადა, რომ თავს დაესხმებოდა ან დაწვავდა ნებისმიერ გემს, რომელიც სრუტის გამოყენებას შეეცდებოდა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის