USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Тбилиси
საქსტატი - სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასი თებერვალში გაზრდილია
дата:  386

2026 წლის თებერვალში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში წლიურ ჭრილში ფასები 9.5%-ით არის გაზრდილი, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.2 პროცენტული პუნქტით აისახა. აღნიშნულს მოწმობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები.

უფრო კონკრეტულად თებერვალში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფის სხვადასხვა ქვეჯგუფში ფასები წლიურ ჭრილში შემდეგნაირად შეიცვალა:

  • თევზეულის ფასი მომატებულია 23.1 პროცენტით;
  • პურის და პურპროდუქტების ფასი მომატებულია 13.8 პროცენტით;
  • ხილისა და ყურძენის ფასი მომატებულია 13.3 პროცენტით;
  • ბოსტნეულის და ბაღჩეულის ქვეჯგუფში ფასი მომატებულია 10.2 პროცენტით;
  • ხორცის და ხორცის პროდუქტების ფასი გაზრდილია 9.6 პროცენტით;
  • შაქრის, ჯემის და სხვა ტკბილეულის ფასი მომატებულია 9.4 პროცენტით;
  • ზეთის და ცხიმის ფასი გაზრდილია 7.1 პროცენტით;
  • ყავის, ჩაისა და კაკაოს ფასი გაზრდილია 5.9 პროცენტით;
  • მინერალური და წყაროს წყლის, უალკოჰოლო სასმელებისა და ნატურალური წვენების ქვეჯგუფში ფასი მომატებულია 5.3 პროცენტით;
  • რძის, ყველის და კვერცხის ფასი გაზრდილია 5.3 პროცენტით.
общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати