USD 2.6932
EUR 3.1505
RUB 3.5713
Тбилиси
საქსტატი - სექტემბერში ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა
дата:  976

საქსტატმა დღეს ეკონომიკური ზრდის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა. 

ამის შესახებ საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ დღეს გამართულ ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.

ამავე ანგარიშის თანახმად, წლის პირველ 9 თვეში ზრდამ 11.3% შეადგინა.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმულიზე - https://www.geostat.ge/.../ekonomikuri-zrdis-tsinastsari...

мир
თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 15 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებზე წვდომას უკრძალავს

თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.

ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.

სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати