USD 2.6376
EUR 3.0140
RUB 3.4632
Tbilisi
საქსტატი - ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა
Date:  446

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის ოქტომბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6% შეადგინა.

ამასთან, 2025 წლის პირველი ათი თვის (იანვარი-ოქტომბერი) საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.6%-ით განისაზღვრა. მონაცემები აჩვენებს, რომ ზრდის ტემპი შენელებულია.

ოქტომბერში ეკონომიკური ზრდის მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია.
  • ტრანსპორტი და დასაწყობება.
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები.
  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები.

 

კლების ტენდენცია დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში:

  • მშენებლობა
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა.
  • ენერგეტიკა.

2025 წლის პირველი ათი თვის მონაცემებით:

მაჩვენებელი მოცულობა (მლნ. აშშ დოლარი) ცვლილება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (%)
საგარეო სავაჭრო ბრუნვა 20 831.5 8.6
საქონლის ექსპორტი (FOB) 5 835.9 6.8
საქონლის იმპორტი (CIF) 14 995.7 9.3
society
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way